ზედა კლდეეთისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის თემის ცენტრი (სოფლები: ალავერდი, თვრინი, კინოთი, მწყერისციხე, ტაბაკინი, ქვედა კლდეეთი).

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
დახურვა

მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 499 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]521248273
2014[1] 499251248
დახურვა

სამაროვანი

სოფელში აღმოჩენილია II საუკუნის არქეოლოგიური ძეგლი. სამაროვანი აღმოჩნდა და გაითხარა 1941-1942 წლებში. სამარხებში აღმოჩნდა მდიდრული მასალა: ჭურჭელი, იარაღი, მონეტები, ბრინჯაოს, ვერცხლის, ელექტრუმისა და ოქროს სამკაული. აღსანიშნავი ოქროს აგრაფი, რომელიც ჩასხმულია სარდიონის გემა — ჩაბალახისებური თავსაბურიანი მამაკაცის პორტრეტი. ფიქრობენ, რომ მასზე გამოსახულია ადგილობრივი ქართველი დიდებული, შესაძლოა ერისთავიც. სამაროვანში აღმოჩენილი ჭურჭელი ძირითადად იმპორტულია. პოლიქრომული სტილის ოქროს ნივთები კი ადგილობრივი ნაწარმი უნდა იყოს. კლდეეთში დაკრძალული ჩანან ანტიკური ხანის იბერიის წარჩინებულთა წრის წარმომადგენლები.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 495.
  • ლომთათიძე გ., კლდეეთის სამაროვანი ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისა, თბილისი, 1957;

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.