From Wikipedia, the free encyclopedia
ზაჰლა (არაბ. زحلة) — ქალაქი ლიბანის ცენტრალურ ნაწილში, ბექაას მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. 79,8 ათასი მცხოვრები (2007). მდებარეობს ბექაას ხეობის ტერასულ კალთებზე, ზღვის დონიდან 960 მეტრზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (ბექაას ხეობის გაყოლებაზე) და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ (ბეირუთიდან დამასკოსკენ) მიმავალ სატრანსპორტო მაგისტრალების გადაკვეთის ადგილზე. სატრანსპორტო კვანძი.
ქალაქი | |
---|---|
ზაჰლა არაბ. زحلة | |
ქვეყანა | ლიბანი |
მუჰაფაზა | ბექაა |
კოორდინატები | 33°50′38″ ჩ. გ. 35°54′26″ ა. გ. |
მმართველი | Joseph Diab Al Maalouf |
ფართობი | 8000000 კვადრატული მეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1010 მეტრი |
მოსახლეობა | 100 000 (2006) |
სასაათო სარტყელი | აღმოსავლეთ ევროპული დრო |
სატელეფონო კოდი | 8 |
საფოსტო ინდექსი | 1801 |
ჩამოყალიბდა XVII–XVIII საუკუნეების მიჯნაზე როგორც სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი ქრისტიანული (დიდი ნაწილი მარონიტები) მოსახლეობის სიჭარბით იმ რეგიონში, სადაც მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი შიიტები წარმოადგენდნენ. 1777 და 1791 წლებში ზაჰლა გაიძარცვა და დაიწვა თურქ მებრძოლებსა და ადგილობრივი ამირების რაზმებს შორის შეტაკებების დროს. XIX საუკუნეში ქალაქი სარგებლობდა მნიშვნელოვანი ავტონომიით, ჰქონდა საკუთარი დროშა და ჰიმნი. დიდი ზიანი მოიტანა დრუზებსა და მარონიტებს შორი მომხდარმა კონფლიქტმა (1860). XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღორძინდა მისი სავაჭრო მნიშვნელობა, 1885 წელს რკინიგზით დაუკავშირდა ბეირუთს. 1975–1976 წლების სამოქალაქო კონფლიქტის დროს ზაჰლაში შეიქმნა მარონიტ შეიარაღებულ ფორმირებათა (ფალანგისტთა) გამაგრებული ბაზა. 1981 წელს ქალაქი სირიის არმიის მიერ ალყაში მოექცა, რომლის ხელმძღვანელობა ბექაას ხეობაში საკუთარი პოზიციების გამაგრებისკენ მიისწრაფოდა ისრაელთან წინააღმდეგობის გასაწევად. როგორც მსხვილი მარონიტული ცენტრი არსებით როლს თამაშობს ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ზაჰლა არის ტურიზმის, ვაჭრობის, საბანკო საქმისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ცენტრი. ქალაქშია მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. სამთო-კლიმატური კურორტი.
XVII–XVIII საუკუნეების და ეკლექტიკის პერიოდი (მთავრობის სახლი, 1885; სასტუმრო „კადრი“, 1906) დამახასიათებელი შენობებიდან შემონახულია ეკლესიები: საიედით ზალზალის (1700), წმინდა ილიას (1720), ნაჟდატის ღვთისმშობლის მონასტერი (XVIII საუკუნე; ყველაზე მაღალი სამრეკლო ლიბანში), წმინდა ილია ატ-ტუვაკის მონასტერი (1755).
ქალაქის სიახლოვესაა სირიულ-ფინიკური ტაძარი სოფელ ნიჰაში, ძველ რომაულ ტაძართა ნანგრევები ფურზოლში, ჰუსნ-ნიჰაში, კფარ-ზაბადში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.