ვილემ ეინტჰოვენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვილემ ეინტჰოვენი (ნიდერლ. Willem Einthoven; დ. 21 მაისი, 1860, სემარანგი, კუნძ. იავა, ჰოლანდიის ოსტინდოეთი, ახლანდ. ინდონეზია, — გ. 29 სექტემბერი, 1927) — ნიდერლანდელი ელექტროფიზიოლოგი. 1924 წელს გულის კუნთის ელექტროფიზიოლიოგიური თვისებების აღმოჩენისა და ელექტროკარდიოგრაფის შექმნისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
ვილემ ეინტჰოვენი | |
---|---|
ნიდერლ. Willem Einthoven | |
დაბ. თარიღი | 21 მაისი, 1860(1860-05-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | სემარანგი |
გარდ. თარიღი | 29 სექტემბერი, 1927(1927-09-29)[12] [2] [3] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ლეიდენი[12] [13] |
დასაფლავებულია | Oegstgeest |
მოქალაქეობა | ნიდერლანდების სამეფო |
საქმიანობა | გამომგონებელი, ექიმი, ფიზიოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი[6] [8] |
მუშაობის ადგილი | ლეიდენის უნივერსიტეტი[6] |
ალმა-მატერი | უტრეხტის უნივერსიტეტი[14] |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[8] |
მეუღლე | Frédérique Jeanne Louise de Vogel |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[15] [16] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[17] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[18] |
დაიბადა კუნძულ იავაზე სამხედრო ექიმის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1870 წელს ოჯახი ჰოლანდიაში დაბრუნდა. 1885 წელს ეინტჰოვენმა უტრეხტის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიიღო, 1886 წლიდან გარდაცვალებამდე ლეიდენის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი იყო. 1903 წელს შექმნა სიმიანი გალვანომეტრი (ეინტჰოვენის გალვანომეტრი), რომლის მეშვეობითაც გულის კუნთის შეკუმშვით წარმოქმნილი ელექტრული პოტენციალის ცვლილებების გაზომვა და გრაფიკული რეგისტრაცია მოახდინა. ამ მეთოდს თავადვე ელექტროკარდიოგრაფია უწოდა. ეინტჰოვენმა დაადგინა, რომ გულის სხვადასხვა დაავადების დროს აღძრული იმპულსების ტიპები განსხვავებული იყო. 1908-1913 წლებში მან დეტალურად შეისწავლა გულის კუნთის ნორმალური მუშაობის ელექტროფიზიოლოგიური მახასიათებლები, განსაზღვრა ელექტროკარდიოგრამის ჩასაწერად ელექტროდების განლაგების წერტილები და დაადგინა სტანდარტული განხრები, რომლებიც დღემდე გამოიყენება. ეინტჰოვენის ხელსაწყოს კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა უკავშირდება ბრიტანელ ექიმ ტომას ლიუისს, რომელსაც ეინტჰოვენთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი მიმოწერა ჰქონდა.