From Wikipedia, the free encyclopedia
ვაუ (ინგლ. Wau, არაბ. واو) — ქალაქი სამხრეთ სუდანში. შტატ დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
ვაუ ინგლ. Wau არაბ. واو | |
ქოხები ქალაქგარეთ | |
ქვეყანა | სამხრეთი სუდანი |
შტატი | დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი |
კოორდინატები | 07°42′00″ ჩ. გ. 28°00′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 433 მ |
მოსახლეობა | 151 320 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
მდებარეობს მდინარე ჯურის დასავლეთ ნაპირზე, დაახლოებით 650 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ ჯუბიდან[1]. ქალაქში არსებობს ბაჰრ-ელ-ღაზალის უნივერსიტეტი, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის სადგური და ასფალტირებული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლიანი აეროდრომი.
2008 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 118 331 ადამიანს[2]. მოსახლეობას წარმოადგენს ბევრი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის: ფერტიტის, დინკას, ლუოს და არაბი ხალხი.
მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
წელი | მოსახლეობა[3] |
---|---|
1973 | 52 800 |
1983 | 58 000 |
1993 | 84 000 |
2010 | 128 100 |
2011 | 151 320 |
ქალაქი ვაუ კათოლიკური ეპარქიის ცენტრია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.