From Wikipedia, the free encyclopedia
ვანი — სოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | საღანძილე |
კოორდინატები | 41°59′11″ ჩ. გ. 43°12′29″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
მოსახლეობა | 190[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჯინჯოურის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 560 მ-ზე,ხარაგაულიდან 6 კმ-ში.
ვანში დგას შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — უხეშად გათლილი ქვით ნაგები წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიის ჩრდილოეთით, ნაციხრის მთაზე, შემორჩენილია ჩიქოვანთა ციხე-გალავნის ნაშთები. მთის ფერდობზე ქვით ნაგები ტერასების კვალია. სოფლიდან 3 კილომეტრზე, კახორის მთაზე მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც იმართებოდა საეკლესიო დღესასწაული კახორობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 190 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.