კვენტინ ტარანტინოს 2019 წლის ფილმი From Wikipedia, the free encyclopedia
„ერთხელ ჰოლივუდში“ (ინგლ. Once Upon a Time in Hollywood) — 2019 წლის ამერიკული კომედიურ-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარის ავტორი და თანაპროდიუსერია კვენტინ ტარანტინო. ფილმი აწარმოა კომპანიებმა: Columbia Pictures, Bona Film Group, Heyday Films და Visiona Romantica. დისტრიბუცია გაუწია Sony Pictures Releasing-მა. „ერთხელ ჰოლივუდში“ ამერიკული და ბრიტანული კომპანიების ერთობლივი ნამუშევარია. მონაწილეობენ: ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, ემილ ჰირში, მარგარეტ კუელი, ტიმოთი ოლიფანტი, ოსტინ ბატლერი, დაკოტა ფენინგი, ბრიუს დერნი და ალ პაჩინო.
„ერთხელ ჰოლივუდში“ | |
---|---|
რეჟისორი | კვენტინ ტარანტინო |
პროდიუსერი |
|
ტექსტს კითხულობს | კურტ რასელი |
როლებში |
|
ოპერატორი | რობერტ რიჩარდსონი |
მონტაჟი | ფრედ რესკინი[1] |
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Sony Pictures Releasin |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 161 წუთი[2] |
ქვეყანა |
აშშ გაერთიანებული სამეფო |
ბიუჯეტი | 90–96 მილიონი[3] |
შემოსავალი | 374.3 მილიონი[4] |
სიუჟეტი მიმდინარეობს 1969 წელს, ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ოქროს ხანის მიწურულს, სადაც სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი, რიკ დალტონი (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი დუბლიორი, კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) ცდილობენ იპოვონ თავიანთი ადგილი კინოინდუსტრიის სწრაფად ცვალებად სამყაროში.[5]
2017 წელს დაანონსებული „ერთხელ ჰოლივუდში“ კვენტინ ტარანტინოს პირველი ფილმია, რომელიც პროდიუსირებული არ არის ჰარვი ვაინსტინისა და მისი კომპანიების, Miramax Films და The Weinstein Company-ის მიერ. ტარანტინომ ვაინსტინთან თანამშრომლობა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ათეულობით ქალმა მსახიობმა დაადანაშაულა იგი სექსუალურ ძალადობაში. ფილმის გამოცემის უფლება მოიპოვა Sony Pictures-მა, რომელსაც მოუწია ტარანტინოს სხვადასხვა მოთხოვნების შესრულება. დიკაპრიო, პიტი, რობი და რამდენიმე მსახიობი გადაღებებს შეუერთდნენ 2018 წელს, იანვრისა და ივნისის თვეებს შორის. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2018 წლის 18 ივნისიდან 1 ნოემბრამდე, ლოს-ანჯელესში.[6][7]
ფილმის პრიმიერა გაიმართა 2019 წლის 21 მაისს, კანის კინოფესტივალზე.[8][9]„ერთხელ ჰოლივუდში“ კინოგაქირავებაში გამოვიდა 26 ივლისს, გაერთიანებულ სამეფოში — 14 აგვისტოს.[10] ფილმმა კინოკრიტიკოსების შექება დაიმსახურა. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი ფლობს 85%-იან რეიტინგს.[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.