From Wikipedia, the free encyclopedia
დუმაცხო — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
დუმაცხო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გუდამაყარი |
კოორდინატები | 42°27′48″ ჩ. გ. 44°42′33″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1600 მ |
მოსახლეობა | 10[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს მთიულეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, დუშეთიდან 60 კილომეტრში.
დუმაცხოს გუდამაყრის სოფლებთან იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი (1772 წ.). სოფლის თავში მდებარეობს ადრინდელი შუა საუკუნეების ნასოფლარი. გვიანდელ ხანაში აქ მშრალად ნაწყობი კლდის ქვით აუშენებიათ ზეგარდის წმ. გიორგის საქვაბე — თუნუქით გადახურული, საშ. სიდიდის, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობა. ძველი ნასოფლარის შენობები ნაგებია მსხვილი ლოდებით, მშრალი წყობით. შემორჩენილია ტერასული სახლები, ციხე-სახლები, დიდი მოცულობის დარბაზი და ზურგიანი კოშკის ნაშთი.
ნასოფლარის აღმოსავლეთით, ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 400 მ დაცილებით, ზურგიანი კოშკის ნანგრევებია. ზურგიანი კოშკის ნაშთია აგრეთვე ნასოფლარის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლ. 500 მ-ზე.
დუმაცხოს ჩრდილო-დასავლეთით, 1,5 კმ დაშორებით, მდებარეობს გვიანდე შუა საუკუნეების ზეგარდის წმ. გიორგის ეკლესია. დარბაზული ტიპის, გეგმით ოთხკუთხა უაფსიდო ნაგებობას აღმოსავლეთ კედელში ვიწრო სარკმელი აქვს დატანებული. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიგნით და გარედან შელესილია.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.