მთიულეთის ქედიქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი ტოტი, მდინარეების მთიულეთის არაგვისა და გუდამაყრის არაგვის წყალგამყოფი. იწყება კავკასიონზე შირიმის (3201 მ) მწვერვალთან და მთავრდება ზემოაღნიშნული მდინარეების შესართავთან. აგებულია იურული და ცარცული ასაკის ფლიშური ნალექებით. სამხრეთ-დასავლეთი კალთა ძლიერ დანაწევრებული და ფართოა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ვიწრო. მოგლუვებულ თხემზე აღმართულია მწვერვალები: საბადლო (2802 მ), მთაწმინდა (2759 მ), ჭალისთავი (2750 მ), წიფორი (2577 მ). კალთები შემოსილია შერეული, ფართოფოთლიანი (ზოგან ფიჭვის) ტყით, თხემური ზონა — სუბალპური და ალპური მდელოებით.

სწრაფი ფაქტები მთიულეთის ქედი ...
მთიულეთის ქედი
Thumb
ქედის ხედი სოფელ ბუჩაანიდან
კოორდინატები: 42°26′27″ ჩ. გ. 44°41′25″ ა. გ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
უმაღლესი წერტილი შირიმი
სიმაღლე 3201 
ამგებელი ქანები ფლიში
Thumb
მთიულეთის ქედი
Thumb
მთიულეთის ქედი
სურათები ვიკისაწყობში
დახურვა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.