გუდამაყრის არაგვი

მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

გუდამაყრის არაგვი

გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვიმდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2940 მეტრზე. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს და შემდგომში მიედინება მდინარე არაგვის სახით. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 240 კმ². მთავარი შენაკადია ბაკურხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალი წლიური ხარჯი 7,96 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში, ფსკერის ყინული.

სწრაფი ფაქტები გუდამაყრის არაგვი, სხვა სახელი ...
გუდამაყრის არაგვი
Thumb
გუდამაყრის არაგვი შესართავთან
სხვა სახელი შავი არაგვი
ქვეყანა  საქართველო
ტერიტორიული ერთეულები დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
მარცხენა შენაკადები ბაკურხევი
სათავე მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე
42°32′00″ ჩ. გ. 44°47′33″ ა. გ.
სათავის სიმაღლე 2940 მ
შესართავი არაგვი
42°20′42″ ჩ. გ. 44°41′41″ ა. გ.
სიგრძე 30 კმ
აუზის ფართობი 240 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,96 მ³/წმ
Thumb
Thumb
— სათავე, — შესართავი
დახურვა

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.