From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „დილა“ — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ გორიდან. დაარსდა 1949 წელს, თუმცა სახელი „დილა“ 1961 წელს დაერქვა. 2014–15 წლების სეზონში გახდა საქართველოს ჩემპიონი.[კომ. 1]
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი დილა გორი | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | მცველები | ||
დაარსდა | 1949 | ||
სტადიონი |
თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი გორი, საქართველო (ტევადობა: 5000) | ||
მწვრთნელი | ირაკლი მოდებაძე | ||
კაპიტანი | რევაზ ჩიტეიშვილი | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
2023 | მე-4 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს „ბ“ კლასის ფეხბურთელთა კოლექტივები, ყოველ გაზაფხულზე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის – შოთა შავგულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გათამაშება სპორტის მოყვარულთა ყურადრების ცენტრში იყო. 1968 წლის ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზა გორის „დილამ,“ რომელმაც საპატიო პრიზის მოპოვება მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გორელები თბილისში, ლანჩხუთის „გურიას“ შეხვდნენ. მატჩი თბილისის „სინათლის“ სტადიონზე 3 ნოემბერს გაიმართა, სადაც “დილამ” 1:0 გაიმარჯვა.
გორელებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს 1969 წლის სპორტულ სეზონში, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. ამ გამარჯვებით, დებულების თანახმად, გორის „დილამ“ 1970 წლიდან საკავშირო პირველობაზე „ა“ კლასის მეორე ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
1976 წელს გორელებმა კვლავ წარმატებით იასპარეზეს შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშებაში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში 21 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.[კომ. 2]
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წლიდან გორის „დილა“ ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. 2004 წელს უმაღლეს ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც „დილამ“ უეფა-ს ინტერტოტოს თასზეც ითამაშა.[1] 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის 2008–09 წლების სეზონზე გუნდმა აღმოსავლეთ ზონაში მე-5 ადგილის დაკავება შეძლო[2], ფინანსური მიზეზების გამო მაინც დააქვეითეს და 2009–10 წლების სეზონი გუნდმა მეორე ლიგაში გაატარა. მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში „დილამ“ პირველი ადგილი დაიკავა[3] და 2010–11 წლების სეზონიდან პირველ ლიგაში აღზევდა. 2010–2011 წლების სეზონზე კი „დილამ“ პირველ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ასაღზევებელ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სამტრედია“ დაამარცხა ანგარიშით 2–0 და სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.
საქართველოს თასზე, გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა 1997-98 წლებში, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა[4]. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003-04 წლებში[5]
2012–13 სეზონში „დილამ“ უეფა-ს ევროპა ლიგაზე იასპარეზა და პლეი-ოფამდე გააღწია, სადაც პორტუგალიური „მარიტიმუს“ ბარიერი ვერ გადალახა (0–1, 0–2). მანამდე გორელებმა დანიური „ორჰუსი“ (2–1, 3–1) და კვიპროსული „ანორთოსისი“ (0–1, 3–0) გამოთიშა ასპარეზობას.
საქართველოს თასზე, გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა 1997–98 წლებში, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003–04 წლებში, რის შედეგადაც ინტერტოტოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს. გორის „დილა“ თავის საშინაო მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე მართავს.
2009 წლის მონაცემებით, სულ გორის „დილამ“, უმაღლეს ლიგაში 554 თამაში ჩაატარა, 166 მოიგო, 90 ფრე და 298 წაგება; გაიტანა 618 გოლი და 928 საკუთარ კარში მიიღო. სულ დააგროვა 588 ქულა.
2011–12 წლები გუნდისათვის წარმატებული გამოდგა: „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო.
2014–15 სეზონში გორის დილამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდმა ჩემპიონატში 64 ქულა დააგროვა, რაც მისი კონკურენტებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და პირველად დაეუფლა ეროვნული ჩემპიონატის თასსა და ოქროს მედლებს. დაჯილდოება შედგა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე 2015 წლის 22 მაისს. „დილა“ არსებობის მანძილზე პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთო.
მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
პოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | ტარიელ ხაინდრავა | სამგურალი წყალტუბო |
მცველი | გოდერძი მაჩაიძე | ზუგდიდი |
მცველი | გიორგი ფოფხაძე | ლოკომოტივი თბილისი |
მცველი | ალიუ აბუბაკარი | კუპსი |
ნახევარმცველი | ირაკლი ძარია | სიონი ბოლნისი |
ნახევარმცველი | დათო კირკიტაძე | გურია ლანჩხუთი |
ნახევარმცველი | გიორგი პაპუაშვილი | საპოვნელა თერჯოლა |
ნახევარმცველი | ჟეან დერეტი | მოჟი-მირინი |
თავდამსხმელი | ლეანდრო ლიბეირო | ინტერნასიონალი ბ |
თავდამსხმელი | ნუბიო ფლავიო | ტიგრესი |
თავდამსხმელი | ჟოან ლეონარდო | ალკანენენსე |
თავდამსხმელი | სალიუ ტარაუოლი | ბეითარი თელ-ავივი რამლა |
* — იჯარით
** — იჯარიდან
პოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | გიორგი ბეგაშვილი** | დინამო თბილისი |
მცველი | ლაშა სალუქვაძე | დინამო თბილისი |
მცველი | გიგა სამხარაძე | გაგრა |
მცველი | თეიმურაზ ღონღაძე | ლოკომოტივი თბილისი |
მცველი | კოფი დან კოუა | ჰაპოელი ნაზარეთ-ილითი |
მცველი | ილია ლომიძე | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | აკაკი ჯანელიძე | ცხინვალი |
ნახევარმცველი | ალეკო გამცემლიძე | დინამო თბილისი |
ნახევარმცველი | რატი ცაცკრიალაშვილი | რუსთავი |
ნახევარმცველი | გიორგი ერისთავი | ლიეპაია |
ნახევარმცველი | ნიკა ელიაური | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | იანივ მიზრაჰი | ჰაპოელი კფარ შალემი |
თავდამსხმელი | ნიკოლოზ გელაშვილი | ჩიხურა საჩხერე |
თავდამსხმელი | ტიმო ბისადილა | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | იოსებ ჩახვაშვილი | თავისუფალი აგენტი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
წ ი თ ე ლ ი | ლ უ რ ჯ ი |
პერიოდი | ფორმის მწარმოებელი | სპონსორი |
---|---|---|
2010-2011 | Saller | HEIDELBERGCEMENT |
2011-2012 | JAKO | |
2012-2013 | Nike | |
2013-2014 | Saller | AGP |
სეზონი | ლიგა | ადგ. | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | ქ | თასი | ევროპა | შენიშვნა | მწვრთნელი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1990 | უმაღლესი ლიგა | 10 | 34 | 12 | 6 | 16 | 52 | 58 | 42 | 1/8 ფინალი | |||
1991 | უმაღლესი ლიგა | 11 | 19 | 7 | 3 | 9 | 29 | 32 | 24 | ||||
1991–92 | უმაღლესი ლიგა | 10 | 38 | 14 | 8 | 16 | 64 | 64 | 50 | 1/16 ფინალი | |||
1992–93 | უმაღლესი ლიგა | 13 | 32 | 11 | 5 | 16 | 39 | 49 | 38 | 1/8 ფინალი | |||
1993–94 | უმაღლესი ლიგა | 9 | 18 | 4 | 2 | 12 | 12 | 35 | 14 | 1/8 ფინალი | |||
1994–95 | უმაღლესი ლიგა | 8 | 30 | 10 | 7 | 13 | 25 | 35 | 37 | 1/8 ფინალი | |||
1995–96 | უმაღლესი ლიგა | 8 | 30 | 12 | 4 | 14 | 53 | 55 | 40 | 1/4 ფინალი | |||
1996–97 | უმაღლესი ლიგა | 8 | 30 | 10 | 7 | 13 | 30 | 39 | 37 | ||||
1997–98 | უმაღლესი ლიგა | 9 | 30 | 11 | 4 | 15 | 31 | 36 | 37 | ნახევარფინალი | |||
1998–99 | უმაღლესი ლიგა | 10 | 30 | 10 | 5 | 15 | 37 | 54 | 35 | 1/8 ფინალი | |||
1999–00 | უმაღლესი ლიგა | 8 | 14 | 2 | 0 | 12 | 9 | 38 | 6 | 1/4 ფინალი | |||
2000–01 | უმაღლესი ლიგა | 10 | 10 | 5 | 1 | 4 | 19 | 11 | 16 | 1/4 ფინალი | [კომ. 3] | ||
2001–02 | პირველი ლიგა | 2 | 10 | 6 | 1 | 3 | 19 | 13 | 19 | 1/8 ფინალი | აღზევდა | ||
2002–03 | უმაღლესი ლიგა | 7 | 10 | 5 | 3 | 2 | 15 | 8 | 18 | 1/4 ფინალი | |||
2003–04 | უმაღლესი ლიგა | 6 | 22 | 10 | 4 | 8 | 28 | 20 | 34 | ნახევარფინალი | უეფა-ს ინტერტოტოს თასი | ||
2004–05 | უმაღლესი ლიგა | 10 | 36 | 2 | 4 | 30 | 20 | 88 | 10 | 1/8 ფინალი | |||
2005–06 | უმაღლესი ლიგა | 11 | 30 | 9 | 4 | 17 | 35 | 44 | 31 | 1/16 ფინალი | |||
2006–07 | უმაღლესი ლიგა | 13 | 26 | 3 | 6 | 17 | 21 | 56 | 15 | 1/16 ფინალი | |||
2007–08 | უმაღლესი ლიგა | 14 | 26 | 1 | 5 | 20 | 12 | 53 | 8 | 1/4 ფინალი | დაქვეითდა | ||
2008–09 | I ლიგა[კომ. 4] | 5 | 30 | 12 | 9 | 9 | 48 | 31 | 45 | არ უასპარეზია | დაქვეითდა | ||
2009–10 | II ლიგა[კომ. 5] | 1 | არ უასპარეზია | აღზევდა | გია ცეცაძე | ||||||||
2010–11 | პირველი ლიგა | 3 | 32 | 20 | 9 | 3 | 58 | 21 | 69 | 1/16 ფინალი | [კომ. 6] | გია ცეცაძე | |
2011–12 | უმაღლესი ლიგა | 5 | 28 | 10 | 7 | 11 | 38 | 32 | 37 | გამარჯვებული | [კომ. 7] | ||
2012–13 | უმაღლესი ლიგა | 2 | 32 | 22 | 2 | 8 | 60 | 26 | 48 | 1/4 ფინალი | [კომ. 8] | [კომ. 9] | |
2013–14 | უმაღლესი ლიგა | 9 | 32 | 11 | 8 | 13 | 21 | 60 | 22 | ნახევარფინალი | |||
2014–15 | უმაღლესი ლიგა | 1 | 30 | 19 | 7 | 7 | 50 | 21 | 64 | 1/4 ფინალი | |||
2015–16 | უმაღლესი ლიგა |
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
სეზონი | ტურნირი | ეტაპი | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|
2004 | უეფა-ს ინტერტოტოს თასი | 1-ლი ეტაპი | მარეკი დუპნიცა | 0–2 | 0–0 |
2012–13 | უეფა-ს ევროპის ლიგა | მე-2 საკ. ეტაპი | ორჰუსი | 3–1 | 2–1 |
მე-3 საკ. ეტაპი | ანორთოსისი | 0–1 | 3–0 | ||
პლეი-ოფი | მარიტიმუ | 0–2 | 0–1 | ||
2013–14 | უეფა-ს ევროპის ლიგა | მე-2 საკ. ეტაპი | ფოდბოლდი | 3–0 | 0–0 |
მე-3 საკ. ეტაპი | ჰაიდუკი სპლიტი | 1–0 | 1–0 | ||
პლეი-ოფი | რაპიდი ვენა | 0–3 | 0–1 | ||
ტურნირი | მატჩი | მ | ფ | წ | გტ | გშ |
---|---|---|---|---|---|---|
უეფა-ს ევროპის ლიგა | 12 | 6 | 1 | 5 | 13 | 10 |
უეფა-ს ინტერტოტოს თასი | 2 | 0 | 1 | 1 | 0 | 2 |
ჯამში | 14 | 6 | 2 | 6 | 13 | 12 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.