დეკემბერი
წლის მეთორმეტე თვე იულიუსის და გრიგოლიანურ კალენდრებში / From Wikipedia, the free encyclopedia
დეკემბერი (ლათ. December) — გრიგორიანული კალენდრის მეთორმეტე და უკანასკნელი თვე. დეკემბერში 31 დღეა.
სწრაფი ფაქტები
<< | დეკემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2024 |
დახურვა
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეათე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად decem — ათი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვე.
დეკემბერი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე დეკემბერზე მოდის.
დეკემბრის ზოდიაქოს ნიშნებია მშვილდოსანი და თხის რქა.
დეკემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც სექტემბერი.