ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
გივი ნოდია (დ. 2 იანვარი, 1948, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 7 აპრილი, 2005, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1972). ღირსების ორდენის კავალერი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გივი გიორგის ძე ნოდია[1] | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1948 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 აპრილი, 2005 (57 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 168 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ტორპედო ქუთაისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1965–1966 | ტორპედო ქ. | 36 | (9) |
1967–1975 | დინამო თბ. | 210 | (75) |
1976–1978 | ლოკომოტივი | 68 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
1967–1973 | სსრ კავშირი | 21 | (5) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1980–1981 | დინამო თბილისი[georgian 1] | ||
1982 | ტორპედო ქუთაისი | ||
1983 | დინამო თბილისი[georgian 2] | ||
1984–1986 | ტორპედო ქუთაისი | ||
1987 | დინამო თბილისი[georgian 3] | ||
1988–1992 | გორდა რუსთავი | ||
1993 | დინამო თბილისი[georgian 4] | ||
1993–1994 | დინამო თბილისი | ||
1995–2000 | ლოკომოტივი[georgian 5] | ||
2001 | ლოკომოტივი | ||
2001–2003 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო თავდამსხმელად.[2][3]
ფეხბურთის თამაში 1957 წელს ქუთაისში, მწვრთნელ კარლო ხურციძის ხელმძღვანელობით დაიწყო. 1965–1966 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, 1967–1975 წლებში — თბილისის „დინამოში“, ხოლო 1976–1978 წლებში — მოსკოვის „ლოკომოტივში“. საკავშირო ჩემპიონატების ფარგლებში ჩაატარა 312 მატჩი (გაიტანა 93 ბურთი), მათ შორის თბილისის „დინამოში“ — 312 მატჩი (76 ბურთი). გარდა ამისა, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩაატარა 26 სათასო (10 ბურთი) და 30 საერთაშორისო (20 ბურთი) შეხვედრა.
ქუთაისის „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ფარგლებში პირველად 1965 წლის 11 ოქტომბერს, საკავშირო პირველობის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. ტორპედოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კვასხვაძე, ლოსაბერიძე, წივწივაძე, წვერავა, ზარია, ჯანშიევი, ასიტაშვილი, ვეკუა, ჩხარტიშვილი, ხაჟალია და გივი ნოდია. დაპირისპირება სლავა მეტრეველის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–0 დამთავრდა.[4][5]
ქუთაისის „ტორპედოს“ მაისურით ბოლოჯერ 1966 წლის 30 ნოემბერს, საკავშირო ჩემპიონატის 35-ე ტურის კალენდარულ მატჩში, ამჯერადაც თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას 25 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. მასპინძლებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კვასხვაძე, ლოსაბერიძე, ებრალიძე, სიამაშვილი, ძოძუაშვილი, ჭოლაძე, კუტივაძე, ასიტაშვილი, ხერხაძე, ხაჟალია და გივი ნოდია. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით — 3–3 დამთავრდა.[6][7]
მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1967 წლის 29 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიის წინააღმდეგ. 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იგი მოხვდა შემადგენლობაში, თუმცა ამ ჩემპიონატში თამაში არ ჩაუტარებია.
1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე[8] და 1972 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალისტი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
იყო ქუთაისის „ტორპედოს“ (1982, 1984–86), რუსთავის „გორდას“ (1988–92), თბილისის „დინამოს“ (1993–94, 2001), სანქტ-პეტერბურგის „ლოკომოტივის“ (რუსეთი, 1995–99) და თბილისის „ლოკომოტივის“ (2001) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1993, 1994) და ასევე ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი (1993, 1994).
1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად გივი ნოდია საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[9]
თემატური სტატიები |
---|
AFS · Dinamo-Tbilisi.ru · EU-football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · Footballfacts.ru · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Transfermarkt |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.