From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიკული ენები — ინდოევროპული ენათა ოჯახის ერთ-ერთი შტო, რომელიც დაახლოებით 15 ენას მოიცავს. გერმანიკული ენები გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ოკეანეთის ქვეყნებში.
სხვადასხვა მონაცემებით, გერმანიკულ ენებს მშობლიურად მიიჩნევს ამ ენებზე დაახლოებით 700 მილიონ მოლაპარაკეთაგან 500 მილიონი კაცი, ხოლო დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ამ ენათაგან ერთ-ერთს სასაუბრო, ან ე.წ. მეორე ენად გამოიყენებს.
უპირველეს ყოვლისა, გერმანიკულ ენებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმ მიზეზით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა არაა საბოლოოდ დადგენილი, ანუ
საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც
არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრივობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა ორი ტერმინი;
ენებად გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ურთიერთგაგებინება ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის (1.) მეტად გაადვილებულია, ანდა (2.) სრულიად ადეკვატური. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი გააჩნიათ და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. მაგ.; (1.) სპარსული ირანში და ტაჯიკური ტაჯიკეთში; (2.) ხორვატული ხორვატიაში და სერბული სერბეთში.
ენებად გეოგრაფიული სიშორის გამო, ან გეოგრაფიული სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება (1.) გაძნელებულია, ანდა (2.) სრულიად შეუძლებელი. მაგ.; (1.) რუსული და ჩეხური; (2.) ნორვეგიული და აფრიკაანსი.
დღეს არსებულ ენათაგან ნახევარი მოდის ინდონეზიაზე, მექსიკაზე, ბრაზილიაზე, კამერუნზე, ინდოეთზე, ჩინეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაზე. სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, 2100 წლისთვის შეიძლება გაქრეს ენათა 90 პროცენტი: ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მასზე ლაპარაკობდეს არაუმცირეს რამდენიმე ათასი კაცისა.
მონათესავე ენები შეადგენენ ენათა ოჯახებს. ეს ოჯახები ძალიან განხსვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც მოლაპარაკეთა რაოდენობის, ასევე ენათა რაოდენობის მიხედვით. არის ე.წ. „გიგანტი-ოჯახები“, რომლებზე მოსაუბრეთა რიცხვი ასეულ მილიონს მოითვლის, არის აგრეთვე ე.წ. „ჯუჯა-ოჯახები“. უფრო მეტიც, მსოფლიოში არის ცალკეული ენები, რომლებიც არცერთ სხვა ენას არ ენათესავებიან. (მაგ.; ქაშმირში არსებული (ე.წ. იზოლირებული) ბურუშასკი ენა (Burushaski).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.