From Wikipedia, the free encyclopedia
გდანსკი (პოლ. Gdańsk; გერმ. Danzig; კაშუბ. Gduńsk; ლათ. Gedania, Dantiscum) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში, ვისლის დელტაში, გდანსკის უბის ნაპირზე. გდინიასა და სოპოტთან ერთად ქმნის საქალაქო აგლომერაციას, ე. წ. ტრუიმიასტოს (სამქალაქეთი). პომერანიის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.
პოლონეთის სამეფო 997–1227 პომერელიას საჰერცოგო 1227–1294 |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გდანსკი Gdańsk | |||||
| |||||
ქვეყანა | პოლონეთი | ||||
შიდა დაყოფა | ანიოლკი, ბრეტოვო, Brzeźno, Chełm, Jasień, Kokoszki, Krakowiec-Górki Zachodnie, Letnica, Matarnia, Młyniska, Nowy Port, Oliwa, Olszynka, Orunia-Św. Wojciech-Lipce, Osowa, Piecki-Migowo, Przeróbka, Przymorze Małe, Przymorze Wielkie, Rudniki, Siedlce, Stogi, Strzyża, Suchanino, Śródmieście, Ujeścisko-Łostowice, VII Dwór, Wrzeszcz Dolny, Wrzeszcz Górny, Wzgórze Mickiewicza, Zaspa-Młyniec, Zaspa-Rozstaje, ჟაბიანკა, Wyspa Sobieszewska და Orunia Górna-Gdańsk Południe | ||||
კოორდინატები | 54°22′00″ ჩ. გ. 18°38′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ალექსანდრა დულკიევიჩი | ||||
დაარსდა | X საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 997 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1263 | ||||
ფართობი | 262 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 11 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 461,489 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 1,746.7 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1,080,700 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +48 58 | ||||
საფოსტო ინდექსი | 80-008 — 80-958 | ||||
საავტომობილო კოდი | GD | ||||
ოფიციალური საიტი | gdansk.pl | ||||
ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. გააქვთ ქვანახშირი, გოგირდი, ხე-ტყე და სხვ., შეაქვთ მადანი, ფოსფატები და სხვ. მრეწველობაში წამყვანია მანქანათმშენებლობა, განსაკუთრებით გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკა; რადიოელექტრონული, ქიმიური (სასუქები, ლაქები, საღებავები), კვების, საფეიქრო მრეწველობა. გდანსკი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია. არის უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური, პედაგოგიური, სამედიცინო, საზღვაო ინსტიტუტები, სამეცნიერო დაწესებულებები და საზოგადოებები, ოპერის და დრამატული თეატრები.
წერილობით წყაროებში გდანსკი პირველად 997 იხსენიება. X—XIII საუკუნეებში აღმოსავლეთ პომორთა სამთავროს ცენტრი იყო. 1308 წელს ტევტონთა ორდენმა დაიპყრო. 1454 წელს მოქალაქეთა აჯანყების შედეგად ორდენს ჩამოშორდა და 1466 წელს ტორუნის ზავით პოლონეთს შეუერთდა. XV–XVII საუკუნეებში პოლონეთის საგარეო ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. 1793 პრუსიელებმა მიიტაცეს და 1918 წლამდე გერმანიას ეკუთვნოდა (გერმანელებმა გდანსკს დანციგი უწოდეს). ვერსალის საზავო ხელშეკრულებით 1919 წელს „თავისუფალი ქალაქი დანციგი“ გახდა და ერთა ლიგას დაექვემდებარა. 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. 1945 წლის 30 მარტს საბჭოთა არმიამ დაიკავა.
გდანსკის არქიტექტურული ძეგლებია: XIV–XV საუკუნეების აგურით ნაგებ კოშკებიან სიმაგრეთა ნანგრევები; გოტიკური შენობები — მთავარი რატუშა (1486–1492, გადაკეთებულია XVI საუკუნეში), ღვთისმშობლის (1343–1502), | სამებისა (1420–1514) და სხვა კოსტიოლები; „არტუსის ეზო“ (XIV საუკუნე, გადაკეთებულია 1476–1481 წლებში, რენესანსის სტილი ფასადი, 1616–1617); „პოლონეთის მეფეთა ეზო“ (1563–1568), „ოქროს სახლი“ (1609–1617); მაცხოვრისა (1695–1697), იეზუიტებისა (1676–1677 და 1747–1755) და სხვა ბაროკოს სტილის კოსტიოლები, საცხოვებელი სახლები. 1946 წლიდან აღდგენილია მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული მთავარი ძეგლები.
გდანსკი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.