From Wikipedia, the free encyclopedia
გამარჯვება[2] — სოფელი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გამარჯვების თემში, მდებარეობს სამგორის ვაკეზე, მდინარე ლოჭინის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 520 მ, გარდაბნიდან დაშორებულია 35 კმ-ით. თბილისიდან — 7კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4670 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
გამარჯვება | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
თემი | გამარჯვება |
კოორდინატები | 41°38′54″ ჩ. გ. 44°59′50″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 520 მ |
მოსახლეობა | 4670[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი XX საუკუნის შუა წლებში აღმოცენდა. თავდაპირველად აქ პირიქითა ხევსურეთიდან ჩამოასახლეს მოსახლეობა. მალე გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის მოსახლეობაც შეუერთდა. 1953 წელს ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა, რომელიც ამ ორი კუთხიდან ჩამოყვანილი პირუტყვით იყო დაკომპლექტებული. შემდეგ ქლუხორის რაიონიდან გადმოასახლეს რაჭველები, ასევე სამცხე-ჯავახეთის მხარედან.[3]
2000 წელს სასმელი წყლის ახალი რეზერვუარის მშენებლობისათვის მიწის თხრის სამუშაობის შესრულების დროს აღმოჩენილი იქნა ნივთები, რომელიც მიგვანიშნებს, რომ აქ ოდესღაც ძველად ცხოვრობდნენ ადამიანები.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.