ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრომო-ტენგერ-სემერუ (ინდონ. Taman Nasional Bromo Tengger Semeru) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგის აღმოსავლეთითა და პროვინციის დედაქალაქ სურაბაიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ერთადერთი კონსერვაციული ტერიტორიაა ინდონეზიაში, სადაც წარმოდგენილია ერგი (ტენგერის ქვიშის ზღვა), ჩამქრალი ვულკანური კალდერის გასწვრივ, რომლისგანაც ოთხი ახალი კონუსი წარმოიქმნა. ეს უნიკალური მახასიათებელი მოიცავს 5 250 ჰექტარს და მდებარეობს ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე. მასივში ასევე მდებარეობს იავის უმაღლესი წერტილი, მოქმედი ვულკანი — სემერუ, ოთხი ტბა და 50 მდინარე.
სწრაფი ფაქტები ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი Semeru Bromo Temple.JPG ...
ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი
Semeru Bromo Temple.JPG | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ![]() |
კოორდინატები | 8°01′ ს. გ. 112°55′ ა. გ. |
ფართობი | 502,76 კმ² |
დაარსდა | 14 ოქტომბერი, 1982 |
სტუმრობა | 61 704[1] (2007) |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
დახურვა
ტენგერის ქვიშის ზღვა დაცულია 1919 წლიდან, ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი კი 1982 წელს შეიქმნა.