აწინკნური ენა (ბოშური ენა, ბოშ. romani čhib) — აწინკნების, ბოშების ენა. განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ინდური ჯგუფის ახალინდურ ენათა შტოს. ამ ენათაგან ყველაზე ახლოს დგას ჰინდი ენასთან. მას შემდეგ, რაც აწინკნებმა (ბოშებმა) ინდოეთი დატოვეს, მიგრაციის კვალობაზე ფონეტიკაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში შეიჭრა უცხოენოვანი ელემენტები, რამაც შეაპირობა ძლიერი დიალექტური დიფერენციაცია: თანამედროვე აწინკნურ ენას იმდენივე დიალექტი აქვს, რამდენ ქვეყანაშიც მოუხდათ აწინკნებს მეტნაკლებად ხანგრძლივი ცხოვრება; გამონაკლისს შეადგენენ ლულები (შუა აზიაში) და საკუთრივ ბოშები (სომხეთში), რომლებმაც თითქმის მთლიანად დაივიწყეს დედაენა. მიუხედავად ამისა, აწინკნურ ენას დაუცავს უძველესი ლექსიკა, რითაც იგი აერთიანებს არა მარტო მრავალრიცხოვან დიალექტებს, არამედ ავლენს დიდ სიახლოვეს ინდოეთში გავრცელებულ ახლომონათესავე ენებთანაც. აწინკნური ენის კვლევა დიდ მეცნიერულ ინტერესს იწვევს ენათა მიგრაციისა და ენათა შერევის შესწავლის თვალსაზრისით.

სწრაფი ფაქტები
აწინკნური ენა
romani čhib
გავრცელებულია ალბანეთი

ბოსნია-ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
კოლუმბია[1]
ფინეთი
საფრანგეთი
გერმანია[2]
საბერძნეთი
უნგრეთი [3]
იტალია
კოსოვო
მაკედონია
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სლოვაკეთი
სერბეთი
შვედეთი [4]
უკრაინა [5]
დიდი ბრიტანეთი

მოლაპარაკეთა რაოდენობა 4 მილიონი ან მეტი, არ არის ზუსტი მონაცემი[6]
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი
ენის კოდები ISO 639-2: rom
რუკა
Thumb
აწინკნური ენის დიალექტები ევროპაში

აწინკნური ენის დიალექტები ევროპაში

დახურვა

ლიტერატურა

  • გ. ახვლედიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977.  გვ. 76.
  • Вентцель Т. В., Цыганский язык, М., 1964;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.