From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსნიური ენა — ბოსნიელების ენა, სერბულ-ხორვატული პლურიცენტრული ენის სტანდარტიზებული სახეობა.[1][2][3][4] ბოსნიური არის ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთი ოფიციალური ენა, დანარჩენი ორია — სერბული და ხორვატიული. ის ასევე აღიარებულია უმცირესობის ენად ხორვატიაში, სერბეთში,[5] მონტენეგროში,[6] ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოში.[7]
ბოსნიური ენა bosanski jezik / босански језик | |
გავრცელებულია | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 2,5 მლნ. (2008) |
ოფიციალური სტატუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური დამწერლობა (გაევიცა), კირილიცა (ვუკოვიცა) |
ბოსნიური იყენებს როგორც ლათინურ დამწერლობას, ასევე კირილიცას, თუმცა პირველი უფრო ხშირად გამოიყენება.[8] ბოსნიურში არაბული, ოსმალური და სპარსული სიტყვების დიდი რაოდენობაა, ძირითადად, ისლამის გამო.[9][10][11]
ბოსნიური დაფუძნებულია სერბულ-ხორვატული ენის ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე, რომელსაც შტოკავური ეწოდება. აქედან გამომდინარე, დეკლარაცია ხორვატების, სერბების, ბოსნიელებისა და მონტენეგროელების საერთო ენის შესახებ 2017 წელს სარაევოში გამოიცა.[12] 1990-იან წლებამდე საერთო ენას ერქვა სერბულ-ხორვატული[13] და ეს ტერმინი ჯერ კიდევ გვხდება ინგლისურში, განსაკუთრებით დიპლომატიურ წრეებში.
ბოსნიური ელიტა მჭიდროდ იყო ინტეგრირებული ოსმალურ კულტურაში და წერდა, ძირითადად, თურქულ, არაბულ და სპარსულ ენებზე.[14] ხალხური ლიტერატურა დაწერილი ბოსნიურ ენაზე არებიცით საკმაოდ მწირია.
ბოსნიელების ეროვნული ემანსიპაცია ჩამორჩებოდა სერბებისა და ხორვატებისას და ამის გამო, ბოსნიური ენის პროექტმა არ გამოიწვია დიდი ინტერესი ან მხარდაჭერა იმდროინდელ ბოსნიურ ინტელიგენციაში.
თანამედროვე ბოსნიური სტანდარტი ჩამოყალიბდა 1990-იან და 2000-იან წლებში. უფრო ხშირია ისლამურ-აღმოსავლური ლექსიკა, ასევე, არის გარკვეული ცვლილებები გრამატიკაში, მორფოლოგიასა და ორთოგრაფიაში, რომლებიც ასახავს ბოსნიელთა არქაულ ლიტერატურულ ტრადიციას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.