![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Gulf_of_Guinea_%2528English%2529.jpg/640px-Gulf_of_Guinea_%2528English%2529.jpg&w=640&q=50)
ბიაფრის ყურე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიაფრის ყურე (ინგლ. Bight of Biafra; ფრანგ. Golfe du Biafra) — ყურე ატლანტის ოკეანეში, გვინეის ყურის ნაწილი. ყურის დასახელება წარმოიქმნა ევროპელების მიერ ეთნონიმ „მაფრას“ დამახინჯებით. გადაჭიმულია მდინარე ნიგერის შესართავიდან ლოპესის კონცხამდე (გაბონი).[1] ჩაედინება მდინარე სანაგა. ბიაფრის ყურის წყლები გარს ერტყმის ნიგერიის, კამერუნის, ეკვატორული გვინეის და გაბონის სანაპიროებს. ყველაზე დიდი კუნძულია — ბიოკო. გამოიყოფა კამერუნის ყურე, რომელშიც ჩაედინებიან მდინარეები: კამერუნი, ვური, მუნგო, მუნგაზი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Gulf_of_Guinea_%28English%29.jpg/640px-Gulf_of_Guinea_%28English%29.jpg)
1972 წელს ნიგერიის სამოქალაქო ომის შემდეგ ბიაფრის სახელმწიფოს გამოყოფის გამო ნიგერიის ხელისუფლებამ ყურეს სახელი შეუცვალა და უწოდა ბონის ყურე (სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბონის სახელის გამო) სეპარატისტული ტოპონიმის ლიკვიდაციის მიზნით.