ეკვატორული გვინეა
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკვატორული გვინეა (ოფიციალურად ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა, ესპ. República de Guinea Ecuatorial; ფრანგ. République de la Guinée Équatoriale; პორტ. República da Guiné Equatorial) — ქვეყანა ცენტრალურ აფრიკაში. 28 051 კმ² ფართობით იგი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად (წინასწარი) მისი მოსახლეობა შეადგენს 1 222 442 ადამიანს.[1][2][3] ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კამერუნს, ხოლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან გაბონს. დასავლეთიდან გარს ერტყმის გვინეის ყურის წყლები.
ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Unidad, Paz, Justicia («ერთიანობა, მშვიდობა, სამართლიანობა») |
||||||
ჰიმნი: Caminemos pisando las sendas |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მალაბო 3°21′ ჩ. გ. 8°40′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო | ||||
- | პრ.-მინისტრი | ფრანსისკო პასკუალ ობამა ასუე | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 28 051 კმ2 (144-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 504 000 (166-ე) | ||||
- | 2015 აღწერა | 1 222 442 | ||||
- | სიმჭიდროვე | 43,58 კაცი/კმ2 (187-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $23,796 მლრდ. (112-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $50 200 (მე-4) | ||||
აგი (2007) | 0.653 (საშუალო) (120-ე) | |||||
ვალუტა | სფა ფრანკი (XAF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
ქვეყნის კოდი | GNQ | |||||
Internet TLD | .gq | |||||
სატელეფონო კოდი | 240 |
ეკვატორული გვინეა შედგება მატერიკული (კონტინენტური გვინეისაგან — 26 ათასი კმ²) და კუნძულოვანი გვინეისაგან (კუნძულები ბიოკო — 2 ათასი კმ², კორისკო, ანობონი, დიდი ელობეი, პატარა ელობეი და სხვა). დედაქალაქი — მალაბო მდებარეობს კუნძულ ბიოკოზე. ეს აფრიკის ერთადერთი სუვერენული ქვეყანაა, რომლის ოფიციალური ენა ესპანურია (ფრანგულთან ერთად).
1990-იანი წლებიდან დაწყებული სახელმწიფო გახდა ნავთობის მსხვილი ექსპორტიორი, რის გამოც კონტინენტურ აფრიკაში მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე აიწია პირველ პოზიციაზე. მაგრამ ნავთობიდან შემოსავალი მოსახლეობაზე საკმაოდ არათანაბრად ნაწილდება: მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია სუფთა წყალთან მუდმივი წვდომა, ხოლო ბავშვთა სიკვდილიანობა ქვეყანაში რჩება მაღალ დონეზე: ბავშვთა 20 %-მდე კვდება, ისე რომ ხუთ წლამდე ასაკსაც ვერ აღწევს.[4] ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყანა იმყოფება 138-ე ადგილზე მსოფლიოში (2015 წელი).