From Wikipedia, the free encyclopedia
არტა (ფრანგ. Arta; არაბ. أرتا) — ქალაქი ჯიბუტიში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, 2002 წლიდან ამავე წელს შექმნილი არტის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის შეფასებით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 11 934 ადამიანს.[1].
ქალაქი | |
---|---|
არტა ფრანგ. Arta არაბ. أرتا | |
ტაჯურის ყურის ხედი ქალაქ არტიდან (1970 წელი) | |
ქვეყანა | ჯიბუტი |
რეგიონი | არტის რეგიონი |
კოორდინატები | 11°31′20″ ჩ. გ. 42°47′31″ ა. გ. |
ფართობი | 2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 743 მ |
მოსახლეობა | 11 934 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
2000 წელს არტაში შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ სომალის სამოქალაქო ომში[2].
ქალაქი არტა შეიქმნა საფრანგეთის კოლონიზაციის პერიოდში 1946 წელს. მშრალი და შედარებით გრილი ამინდების გამო არტა იყო ფრანგი სამხედროების საზაფხულო რეზიდენცია.
ქალაქი მდებარეობს ტაჯურის ყურის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 743 მეტრ სიმაღლეზე, ქვეყნის დედაქალაქ ჯიბუტიდან დასავლეთით, 42 კმ-ში. განლაგებულია საშუალო მაღალმთიანეთში, რომელიც ცნობილია, როგორც არტის მთები, ზომიერ ცენტრალურ ნაწილში, კლდოვან პლატოზე.
არტაში კლიმატის უნიკალური სახეობაა — მთის თბილი, მაგრამ იგი ზაფხულში ცხელი არაა და ზამთარში გრილია. იმის გამო, რომ სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 743 მეტრს, ტემპერატურა ქალაქისთვის შედარებით რბილია, რომელიც მდებარეობს უდაბნოდან არც თუ ისე შორს. ქალაქი ცნობილია თავისი სასიამოვნო კლიმატით ზაფხულის პერიოდის განმავლობაში. მაისის შუიდან სექტემბრის დასაწყისის ჩათვლით, არტაში ზაფხულის გასატარებლად დედაქალაქიდან ბევრი ოჯახი ჩამოდის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.