არიგო საკი
From Wikipedia, the free encyclopedia
არიგო საკი (იტალ. Arrigo Sacchi დ. 1 აპრილი, 1946) — იტალიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. მთელი კარიერა გაატარა იტალიურ გუნდებში — „ფუსინანოსა“ და „ბელარიაში“. მან გაწვრთნა მრავალი გუნდი მათ შორის იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ატლეტიკო მადრიდი, რეალ მადრიდი და მილანი. არიგო საკი იყო იტალიის ეროვნულ ნაკრების მწვრთნელი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში, ვისთან ერთადაც შეძლო ფინალში გასვლა, თუმცა დამარცხდა ბრაზილიის ნაკრებთან. მილანთან ერთად მოგებული აქვს: სერია ა 1-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, საკონტინენტთაშორისო თასი 2-ჯერ, უეფა-ს სუპერთასი 2-ჯერ.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1946 (1946-04-01) (78 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ფუსინანო, (იტალია) | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1964–1977 | ფუსინანო | ||
1977–1979 | ბელარია | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
1985-1987 | პარმა | ||
1987-1991 | მილანი | ||
1991-1996 | იტალია | ||
1996-1997 | მილანი | ||
1998-1999 | ატლეტიკო მადრიდი | ||
2001 | პარმა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად.[1] 2017 წლის იანვარში, არიგო საკი უეფა-ს მიერ დასახელებული იქნა ათ ყველა დროის უდიდეს მწვრთნელთა შორის.[2]