![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/93/Meketi_and_Sheli.jpg/640px-Meketi_and_Sheli.jpg&w=640&q=50)
ალევის ქედი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ალევის ქედი[1] ან ლომის-ალევის ქედი — ქედი საქართველოში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ შტოს. არხის ქედით უერთდება მთავარი წყალგამყოფი ქედის ტოტს — ხარულის ქედს. ალევის ქედი მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფია. იწყება მექეთის მწვერვალთან, რომელიც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ). ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი (2579 მ), მუნჯუხი (2685 მ), ყურყუტა (2681 მ), ლომისისმთა (2452 მ) და სხვა.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალევი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ალევის ქედი ...
ალევის ქედი | |
---|---|
![]() მექეთი (მარჯვნივ) და შელი (მარცხნივ) | |
კოორდინატები: 42°18′33″ ჩ. გ. 44°35′45″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | მექეთი |
სიმაღლე | 2937 მ |
![]() |
დახურვა
ალევის ქედი სამხრეთით ბოლოვდება ლორწიმის კლდის (ალევის კლდის) მასივით (1973 მ). მაღლა ქედზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ — ფართოფოთლიანი ტყეები.