აკაკი შანიძე
ქართველი ენათმეცნიერი / From Wikipedia, the free encyclopedia
აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 26 თებერვალი [ძვ. სტ. 14 თებერვალი], 1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948–1950).[⇨][⇨]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აკაკი შანიძე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აკაკი შანიძე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკაკი შანიძე (მრავალმნიშვნელოვანი). |
აკაკი შანიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 (26) თებერვალი, 1887 ან 26 თებერვალი, 1887(1887-02-26)[1] |
დაბ. ადგილი | ქვემო ნოღა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 29 მარტი, 1987(1987-03-29)[1] (100 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ენათმეცნიერი და დიალექტოლოგი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
შვილ(ებ)ი | მზექალა შანიძე |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და რუსთაველის პრემია |
ხელმოწერა | |
აკაკი შანიძემ იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ახვლედიანთან ერთად საქართველოში ენათმეცნიერების დარგს ჩაუყარა საფუძველი.[⇨] მისი ნაშრომები ეხება ქართულ დიალექტოლოგიას,[⇨] ქართველური ენების სტრუქტურასა და ისტორიას,[⇨] ლექსიკოლოგიას[⇨], ეპიგრაფიკას,[⇨] ტექსტოლოგიას, ფოლკლორისტიკას,[⇨] რუსთველოლოგიას,[⇨] არმენისტიკას, ალბანოლოგიასა[⇨] და ქართული ენის ნორმალიზაციის საკითხებს.[⇨]
აკაკი შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკაა. 1976 წელს გამოცემული „ძველი ქართული ენის გრამატიკა“ კი გერმანულ ენაზეც ითარგმნა. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ.[⇨] დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში.[⇨] აკაკი შანიძის ნაშრომმა „ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული“ (1931)[⇨] ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას დაუდო სათავე.[2]