გრამატიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
გრამატიკა (ბერძ. Γραμματική) — ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის ბგერით სისტემას, სიტყვისა და შესიტყვების სტრუქტურასა და ფუნქციებს. იგი მოიცავს ფონეტიკას, მორფოლოგიასა და სინტაქსს (ასევე ფონოლოგიას, სემანტიკას და პრაგმატიკას). ყოველ ენას თავისი საკუთარი გრამატიკა გააჩნია.