არმენოლოგია
ინტერდისციპლინური სამეცნიერო დარგი, რომლის კვლევის საგანს წარმოადგენს სომხეთი. / From Wikipedia, the free encyclopedia
არმენოლოგია (უფრო იშვიათად აგრეთვე არმენისტიკა) არის (სომხურად Հայագիտություն) ინტერდისციპლინური სამეცნიერო დარგი, რომლის კვლევის საგანს წარმოადგენს სომხეთი. არმენოლოგიის მნიშვნელოვანი თემებია სომეხთა ქვეყანასათან დაკავშირებული ყველა საკითხის მეცნიერული შესწავლა-დამუშავება და გაშუქება; ენა, ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, სომეხთა კულტურა.
ქართულ არმენოლოგიას დიდი ისტორია აქვს. სომხური ენას და ლიტერატურას, ისევე როგორც სომხეთის ისტორიას საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან შეისწავლიან. დღესდღეობით კი საქართველოში არა მარტო თსუ, არამედ სხვა, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ამზადებს არმენოლოგთა ახალგაზრდა თაობებს.