From Wikipedia, the free encyclopedia
აიმარა — ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთების ალტიპლანოს რეგიონში. დღეისათვის მათი რიცხვი 2 მილიონია და ცხოვრობენ ბოლივიაში, პერუსა და ჩილეში. ისინი ამ რეგიონში ჯერ კიდევ იმ დროიდან სახლობენ, სანამ აქ ინკები, ხოლო მოგვიანებით ესპანელები მოვიდოდნენ.
აიმარას ხალხი XV საუკუნის ბოლოს, ინკების იმპერატორმა უაინა კაპაკმა დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ აიმარა ინკების მნიშვნელოვან გავლენას განიცდის, ინკების იმპერიაში მათ გარკვეულ დონეზე ავტონომია ჰქონდათ შენარჩუნებული. დადასტურებულია, რომ ეს ხალხი ყველაზე დიდი რაოდენობით ცენტრალურ პერუში იყო წარმოდგენილი, მაგრამ ესპანელების მოსვლის შემდეგ, მათმა ძირითადმა ნაწილმა თანამედროვე ბოლივიის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
დღემდე შემორჩენილი აიმარას ხალხის უდიდესი ნაწილი ალტიპლანოში, ნაწილი კი ტიტიკაკას ტბის აუზში ცხოვრობს. აიმარას უდიდესი ურბანული ცენტრია ქალაქი ელ-ალტო ლა-პასის სიახლოვეს, სადაც 750 000 აიმარა ცხოვრობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.