ჰომინიდების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ადამიანების გვარის ერთადერთი შემორჩენილი სახეობ From Wikipedia, the free encyclopedia
გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს შექმნაში, შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — ანთროპოსფერო. ადამიანების ერთობლიობას ეწოდება პოპულაცია ან კაცობრიობა. ინდივიდების ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას ან სოციუმს. ინფორმაცია, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობოთი ნიშანთვისების გზით გადაეცემა, ცირკულირებს საზოგადოებაში და წარმოქმნის ნოოსფეროს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის კულტურას. ადამიანი, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა 90%, იყოფა ორ სქესად: მამრი და მდედრი.
ამჟამად დისკუსიის საკითხია, საჭიროა თუ არა ჩავრთოთ ადამიანთა სახეობაში Homo sapiens ნეანდერტალელი, გაიყოს სახეობა ორ ქვესახეობად: Homo sapiens neandertalis და Homo sapiens sapiens, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეადგენენ თუ არა პალეანთროპები და ადამიანები თანამედროვე ფიზიკური სახის ერთ სახეობას. ამ პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, შეიძლება თუ არა ამ ორი შტოსგან შთამომავლობის მიღება და წარმოდგენილი არის თუ არა თანამედროვე ადამიანების პოპულაციაში ნეანდერტალელების გენი.
ყველა ცხოველის მსგავსად ადამიანის ორგანიზმიც მილიარდობით პაწაწინა უჯრედებისაგან შედგება. ერთი კონკრეტული სახის უჯრედები ქსოვილს ქმნიან, ხოლო სხვადასხვა ქსოვილი — ორგანოებს, მაგალითად, გულსა და ფილტვებს. ორგანოთა ზოგიერთი ჯგუფი სისტემებად ერთიანდება, რადგან საერთო ფუნქციას ასრულებს. ადამიანის ორგანიზმში რვა ძირითადი სისტემაა.
საყრდენი სისტემა ძვლებისა და სახსრებისაგან შედგება, რომელიც ორგანიზმის რბილი ნაწილების საყრდენია და რომელსაც კუნთები ემაგრება. მამოძრავებელი სისტემა კუნთებია, რომლებიც კიდურებსა და სხეულის სხვა ორგანოებს ამოძრავებს.
საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებს შლის და ათხევადებს. აქედან საკვები ნივთიერებები სიხლში გადადის. გამომყოფი სისტემა ორგანიზმს ნარჩენებისაგან ათავისუფლებს. იგი თირკმელებისა და შარდის ბუშტისაგან შედგება.
სასულე (ტრაქეა) და ფილტვები სასუნთქ სისტემას შეადგენს. მისი საშუალებით შევისუნთქავთ ჟანგბადს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი საკვებისაგან ენერგიის მისაღებად იყენებს. სისხლის მიმოქცების სისტემა გულს, სისხლძარღვებსა და სისხლს მოიცავს. სისხლი საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით ამარაგებს მთელ სხეულს და ნარჩენები გამოაქვს.
ნერვული სისტემა თავისა და ზურგის ტვინისა და მრავალრიცხოვანი ნერვებისაგან შედგება. იგი სხეულში მითითებებისა და სიგნალების გადაცემის საშუალებაა. ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციალური სისტემები ადამიანის გამრავლებას უზრუნველყოფს.
ადამიანი ვიქსიკონში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.