ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ანთროპოიდები, ჰომინიდები (ბერძ. anthropos — ადამიანი და ბერძ. eidos — სახე), (Anthropomorphidae ანუ Pongidae) — ცხვირვიწრო მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. ადამიანის მსგავსი მაიმუნებია: ადამიანთან განსაკუთრებით ახლო მდგომი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი. გორილა და შიმპანზე აფრიკის ბინადრებია, ორანგუტანი კი აზიაში (კალიმანტანსა ანუ ბორნეოსა და სუმატრაზე) გვხვდება. ადამიანის მსგავსი მაიმუნები ცხოვრობენ უღრან ტროპიკულ ტყეებში, მეტწილად ხეებზე; მათთვის დამახასიათებელია გრძელი ფეხები: როდესაც ვერტიკალურად დგანან, ხელები მუხლისთავს ქვემოთ სწვდებათ. მიწაზე დადიან ნახევრად ვერტიკალურად და ეყრდნობიან ხელის თითების ზურგის მხარეს. ლოყისუკანა პარკები, ტუჩების წითელი ლორწოვანი გარსი, საჯდომი კორძები და კუდი არა აქვთ, ცხოვრობენ ხროვად. გამრავლებისათვის გარკვეული დრო არა აქვთ, რადგან კვერცხუჯრედი თვედათვე მწიფდება. მაკეობა გრძელდება 9 თვემდე. შობენ ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9-10 წლის ასაკში. ცოცხლობენ 20-50 წლამდე. თავის ტვინი საკმაოდ რთული აგებულებისა აქვთ. სხეულის სიგრძე — 1,5-2 მ, წონა — 60-250 კგ აღწევს.
ადამიანის მსგავსი მაიმუნები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჯუჯა შიმპანზე | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Pongidae | |||||||||||||
|
ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებით ადამიანის მსგავსი მაიმუნები სხვა მაიმუნებთან შედარებით ყველაზე ახლო დგანან ადამიანებთან. მათ, როგორც ადამიანს, აქვთ ჭიაყელა ნაწლავი, კუდუსუნი, გავის 4-6 მალა, ფართო მკერდი, 12-13 წყვილი ნეკნი და სხვა. ადამიანის მსგავსი მაიმუნების უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლის შედეგად დადგენილია მათი მსგავსებაც და თვისებრივი განსხვავებაც ადამიანისაგან. მსგავსება განსაკუთრებით დიდია ემბრიონულ პერიოდში. ეს ერთხელ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი და ადამიანის მსგავსი მაიმუნები წარმოშობილი არიან ერთი საერთო წინაპრისაგან, შემდეგ კი მათი ევოლუცია სცვადასხვა მიმართულებით წარმართულა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 81.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 684.
- Дарвин ч., Происхождение человека и половой отбор, Соч., т. 5, М. – Л., 1953;
- Жизнь животних, т. 6 – Млекопитающие, М., 1971
რესურსები ინტერნეტში
- Additional information on great apes დაარქივებული 2005-08-04 საიტზე Library of CongressCategory:Webarchive template other archives
- NPR News: Toumaï the Human Ancestor
- Hominid Species
- For more details on Hominid species, including excellent photos of fossil hominids დაარქივებული 2013-04-30 საიტზე Wayback Machine.
- New Scientist 19 May 2003 - Chimps are human, gene study implies დაარქივებული 21 February 2006[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Scientific American Magazine (April 2006 Issue) Why Are Some Animals So Smart?
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.