აბვილი (ფრანგ. Abbeville) — ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 24,829 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 90 ადამიანი. ქალაქის ფართობია 26.42 კმ². ვრცელდება ზღვის დონიდან 2–76 მ სიმაღლეზე. აბვილიდან 45 კილომეტრში მდებარეობს საფრანგეთის ქალაქი ამიენი. აბვილი დაარსდა IX საუკუნეში. სწორედ აქ მიმდინარეობდა ბრძოლა ინგლისის მეფე ედუარდ III-ს და ფრანგებს შორის 1346 წელს. ქალაქი გაშენებულია მდინარე სომას ნაპირებზე, ხოლო 20 კილომეტრში მდებარეობს ინგლისის არხი. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი — იანვარი და თებერვალი. აბვილი არის პიკარდიის რეგიონის და სომას დეპარტამენტის დასახლებული პუნქტი.

დაძმობილებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.