From Wikipedia, the free encyclopedia
აბას I (არაბ. عباس الأول, თურქ. I. Abbas Hilmi Paşa; დ. 1813, ჯიდა, ახლანდ. საუდის არაბეთი, — გ. 13 ივლისი, 1854, ბანჰა, ეგვიპტე) — ეგვიპტის მმართველი (ვალი) 1848-1854 წლებში, მუჰამედ ალი-ფაშას შვილიშვილი.
ეგვიპტის სათავეში მოვიდა 1848 წელს პაპის, მუჰამედ ალის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა და ბიძამისის, იბრაჰიმ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ. მისი მმართველობის დროს გაუქმდა წინამორბედის მიერ დაწყებული რეფორმები, რომელიც ქვეყნის მოდერნიზაციას ისახავდა მიზნად. ეჭვით უყურებდა უცხოელებთან ურთიერთობებს, თუმცა ბრიტანელებს უფლება მისცა გაეყვანათ რკინიგზა ალექსანდრიასა და კაიროს შორის 1851 წელს. სანაცვლოდ, ბრიტანელი დიპლომატები მას ეხმარებოდნენ ოსმალეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან სადავო საკითხების გადაწყვეტაში. სულთნის მთავრობასთან უთანხმოების მიუხედავად, ყირიმის ომის დროს აბასმა ჯარი მიაშველა ოსმალეთს რუსეთის წინააღმდეგ. აბასი ეწეოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას, გატაცებული იყო არაბული ცხენების მოშენებით. მოკლეს მსახურებმა საკუთარ სასახლეში 1854 წელს. აბასის შემდეგ ეგვიპტის მმართველი ბიძამისი, მუჰამედ-ალის მეოთხე ვაჟი — საიდ-ფაშა გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.