From Wikipedia, the free encyclopedia
ხმლების გრიგალი (ინგლ. A Storm of Swords) — მესამე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2000 წლის 8 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში,[1] ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის ნოემბერში შედგა. მანამდე გამოიცა ნოველა დრაკონის გზა, რომელშიც შევიდა დენირეს ტარგარიენის რამდენიმე თავი წიგნიდან.
„ხმლების გრიგალი“ | |
---|---|
A Storm of Swords | |
ამერიკული გამოცემის ყდა | |
ავტორი | ჯორჯ რ. რ. მარტინი |
ილუსტრატორი | სტივ იული |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სერია | ყინულისა და ცეცხლის სიმღერა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | AST |
გამოცემის თარიღი |
აგვისტო, 2000 (ბრიტანეთი) ნოემბერი, 2000 (აშშ) |
მედია | ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები) |
გვერდი |
ბრიტანული გამოცემა: 976 (მაგარი), 626 და 610 (რბილი) აშშ გამოცემა: 973 (მაგარი), 1216 (რბილი) |
oclc | 44676135 |
წინამორბედი | მეფეთა ჯახი |
მომდევნო | ყვავების ნადიმი |
ISBN |
ბრიტანული გამოცემა: ISBN 0-00-224586-8 (მაგარი) აშშ გამოცემა: ISBN 0-553-10663-5 (მაგარი), ISBN 0-553-57342-X (რბილი) |
ხმლების გრიგალმა მოიგო 2001 წლის ლოკუსის ჯილდო,[2] 2002 წლის გეფენის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის და ნომინირებული იყო 2001 წლის ნებულას ჯილდოზე.[2] წიგნი იყო სერიიდან პირველი, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ჰიუგოს პრემიაზე, თუმცა საბოლოოდ პრიზი მიიღო ჯოან როულინგის წიგნმა ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი.[2][3]
HBO-ს ტელესერიალის, სატახტოთა თამაშის მესამე სეზონი წიგნი პირველ ნახევარზეა დაფუძნებული.[4]
წიგნი მოთხრობილია 10 ძირითადი პერსონაჟის პერსპექტივიდან. ასევე, დამატებითი ეპიზოდური პერსონაჟების თვალთახედვითაა გადმოცემული პროლოგი და ეპილოგი. ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის მიხედვით, რომლის პერსპექტივიდანაც მიმდინარეობს თხრობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.