From Wikipedia, the free encyclopedia
ჩახლართული (ინგლ. Tangled, იგივე „რაპუნცელი“) — Walt Disney Animation Studios-ის 2010 წლის ანიმაციური მუსიკალური ფილმი. ფილმის დისტრიბუტორი იყო Walt Disney Studios Motion Pictures. ფილმი ნაწილობრივ ეფუძნება ძმები გრიმების ზღაპარს „რაპუნცელი“ და არის დისნეის სტუდიების რიგით 50-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მასში პერსონაჟებს ახმოვანებენ მენდი მური, ზაქარია ლევი და დონა მერფი[5]. სიუჟეტის მიხედვით, პრინცესა გრძელი ოქროსფერი თმით გამოკეტილის ციხე-კოშკში. დედის ბრძანების მიუხედავად, იგი მიჰყვება სასიამოვნო ახალგაზრდას, რომელიც უჩვენებს მისთვის მანამდე უცნობ სამყაროს.
„ჩახლართული“ | |
---|---|
საერთაშორისო კინოპოსტერი[1] | |
ჟანრი | ზღაპარი, სათავგადასავლო |
ფილმის ტიპი | 3D ანიმაციური ფილმი |
რეჟისორი |
|
პროდიუსერი | როი კონლი |
ნაწარმოები |
რაპუნცელი — ძმები გრიმები |
როლებში |
|
მუსიკა | ალან მენკენი |
მონტაჟი | ტიმ მერტენზი |
სტუდია | |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Studios Motion Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 100 წთ.[2] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 260 მილიონი აშშ დოლარი[3][4] |
შემოსავალი | 591.8 მილიონი აშშ დოლარი [4] |
ფილმის სახელწოდება თავდაპირველად იყო „რაპუნცელი“, თუმცა შეიცვალა გამოსვლამდე.[3] მას ექვსი წელი ამზადებდნენ, დაახლოებით 260 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტით, რის თანახმადაც იგი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც იყო. მასში გამოიყენება არა მხოლოდ ტრადიციული სამგანზომილებიანი გრაფიკა, არამედ არაფოტოგრაფიული რენდერიც, რაც ქმნის ნახატის სტილს. მუსიკის ავტორია ალან მენკენი.
ფილმის პრემიერა გაიმართა El Capitan Theatre-ში, 2010 წლის 14 ნოემბერს, ხოლო ძირითადი ჩვენებები 24 ნოემბერს დაიწყო. მაყურებლებმა და კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა იგი დადებითად შეაფასეს. მისმა მსოფლიო შემოსავალმა 591 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა[4], აქედან 200 მილიონი — აშშ-სა და კანადაში. იგი ნომინირებული იყო ოსკარის რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის — საუკეთესო ორიგინალურ სიმღერაზე. DVD და Blu-ray დისკებზე იგი 2011 წლის 29 მარტს გამოვიდა. 2012 წელს გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი გაგრძელება „ჩახლართული სამუდამოდ“, ხოლო 2017 წელს — ანიმაციური ტელესერიალი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.