From Wikipedia, the free encyclopedia
ფულხენსიო ბატისტა ი სალდივარი (ესპ. Fulgencio Batista y Zaldívar; დ. 16 იანვარი, 1901, ბანესი, კუბა — გ. 6 აგვისტო, 1973, გუადალმინა, ესპანეთი) — კუბის მმართველი. კუბის ლეგიტიმური პრეზიდენტი 1940–1944 წლებში და დიქტატორი 1952–1959 წწ. მეორედ ხელისუფლებაში მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების გზით. დაამხეს კუბის რევოლუციის შედეგად 1959 წლის 1 იანვარს.
ფულხენსიო ბატისტა | |
ფულხენსიო ბატისტა 1938 წელს | |
კუბის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ოქტომბერი 1940 – 10 ოქტომბერი 1944 | |
წინამორბედი | ფედერიკო ლარედო ბრუ |
მემკვიდრე | რამონ გრაუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მარტი, 1952 – 1 იანვარი, 1959 | |
წინამორბედი | კარლოს პრიო სოკარასი |
მემკვიდრე | ანსელმო ალიეგრი ი მილა |
დაბადებული | 16 იანვარი, 1901 ბანესი, კუბა |
გარდაცვლილი | 6 აგვისტო, 1973 გუადალმინა, ესპანეთი |
მეუღლე | ელიზა გოდინეს გომეს დე ბატისტა, მარტა ფერნანდეს მირანდა დე ბატისტა |
შვილები | 5 |
დაიბადა 1901 წლის 16 იანვარს ოლგინის პროვინციის ქალაქ ბანესში. მამა - ბელისარიო ბატისტა პალერმო, დედა - კარმელა სალდივარ გონსალესი მონაწილეობდნენ კუბის ესპანეთისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. დაბადებისას დედამისმა უწოდა რუბენი და მისცა თავისი გვარი სალდივარი, მაგრამ მამამისს არ სურდა ამ სახელით დაერეგისტრირებინა თავისი შვილი. 1939 წლამდე ქალაქ ბანესის ყველა მონაცემში ბატისტა მოხსენიებულია, როგორც რუბენ სალდივარი, მაგრამ 1939 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წააყენა ფულხენსიო ბატისტას სახელითა და გვარით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი პირი იურიდიულად არ არსებობდა, ამისათვის სასამართლოს გადაუხადა 15 000 კუბური პესო, რათა იურიდიულად დარეგისტრირებულიყო ფულხენსიო ბატისტას სახელწოდებით.[1]
1933 წელს სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო გადატრიალებას. გახდა ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი 1940 წელს კი ქვეყნის მეთაურის თანამდებობა დე-იურედაც დაიკავა. 1944 წელს დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში რამონ გრაუსთან და თანამდებობას დაემშვიდობა 8 წლით.
1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატურა იყო რობერტო აგრამონტე, კარლოს ევია და ფულხენსიო ბატისტა, რომელსაც გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა. როდესაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ იყო, ბატისტამ 1952 წლის 10 მარტს ორგანიზება გაუკეთა სახელმწიფო გადატრიალებას. ხელისუფლებას ჩამოაშორა პრეზიდენტი კარლოს პრიო სოკარასი და 2 წლით თავი გამოაცხადა დროებით პრეზიდენტად.
მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო ბრძოლა მისი მმართველობის წინააღმდეგ. საბოლოოდ მისი მმართველობა დამხობილ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შედეგად. ბატისტა კუბიდან სანტო-დომინგოში გაიქცა, საიდანაც პორტუგალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1973 წელს გულის შეტევით[2]. დაკრძალულია მადრიდში სან-ისიდოროს სასაფლაოზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.