From Wikipedia, the free encyclopedia
სანტო-დომინგო (ესპ. Santo Domingo) – დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი ქალაქი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა, მეტროპოლიტთან ერთად,[2] 2,908,607-ია.[1] ქალაქი მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე მდინარე ოსამას შესართავთან, 18°30′N 69°59′W კოორდინატთა გადაკვეთაზე.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სანტო-დომინგო Santo Domingo Santo Domingo de Guzmán | |||
კოლონის მოედანი | |||
| |||
ქვეყანა | დომინიკელთა რესპუბლიკა | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 18°30′00″ ჩ. გ. 69°59′00″ დ. გ. | ||
ქალაქის მერი | რობერტო სალსედო | ||
დაარსდა | 1496 | ||
ფართობი | 104.44 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 14 მ | ||
მოსახლეობა | 965,040[1] კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 36,511.05 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 2,908,607[2] | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||
სატელეფონო კოდი | +1 (809), (829), (849) | ||
საფოსტო ინდექსი | 10100 - 10699, 10700 - 11999 | ||
ოფიციალური საიტი | adn.gob.do | ||
დაარსდა 1496 წელს, ბართოლომე კოლუმბის მიერ, მდინარე ოსამას აღმოსავლეთ ნაპირზე, ხოლო შემდგომ, 1502 წელს, ნიკოლას-დე ოვანდომ ქალაქი მდინარის დასავლეთ სანაპიროზე გადაიტაინა. არის ყველაზე ძველი მუდმივად დასახლებული ევროპელთა დასახლება ამერიკაში, და ესპანელთა კოლონიური მმართველობის პირველი ადმინისტრაციული ცენტრი ახალ მსოფლიოში. სანტო-დომინგოში გაიხსნა ახალი მსოფლიოს პირველი უნივერსიტეტი, პირველი ტაძარი, პირველი სასახლე, პირველი მონასტერი და პირველი ციხე-სიმაგრე. ქალაქის კოლონიური ზონა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა.[3][4] სანტო-დომინგოს 1936-1961 წლებში Ciudad Trujillo ეწოდებოდა, რომელიც ქალაქს დომინიკელთა რესპუბლიკის დიქტატორმა, რაფაელ ლეონიდას ტრუხილიომ უწოდა. მისი მკვლელობის შემდეგ ქალაქმა თავდაპირველი სახელი დაიბრუნა.
სანტო-დომინგო არის დომინიკელთა რესპუბლიკის კულტურული, ფინანსური, პოლიტიკური, კომერციული და ინდუსტრიული ცენტრი, სადაც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტებია თავმოყრილი. ქალაქს ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტი ემსახურება. მდინარე ოსამას შესართავთან მდებარე ქალაქის ნავსადგურში ყველაზე დიდი გემებიც მოძრაობენ, ხოლო პორტი როგორც სამგზავრო, ისე გადამზიდ ფუნქციას ითავსებს. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მაღალია, ხოლო ზამთარში შედარებით ცივი ნიავი ქრის.
ქალაქი დაფუძნდა 1496-1498 წლებში, სახელით სანტო-დომინგო-დე-გუსმანი, ბართოლომეო კოლუმბის (ბართლომე კოლონი), ქრისტეფორე კოლუმბის ძმის მიერ, მდინარე ოსამას აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი გაფართოვდა და დასავლეთ სანაპირო მოიცვა 1502 წლიდან ფრეი ნიკოლას დე ოვანდოს მმართველობის პერიოდში. მისი დაგეგმარება ახალ სამყაროში სხვა კოლონიური დასახლებებისთვის ნიმუშად გამოიყენებოდა ხოლმე. 1508 წელს ფერდინანდ II არაგონელმა შემოიღო ქალაქის გერბი ემბლემით „ინდოეთის პირველი ქალაქი“.
ქალაქის კოლონიურ ნაწილში მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროში აშენებული პირველი ციხე-კოშკი (ფორტალესა ოსამა), პირველი საავადმყოფო (ჰოსპიტალ დე სან ნიკოლას დე ბარი), პირველი საკათედრო ტაძარი (კატედრალ დე სანტო დომინგო) და პირველი მონასტერი (მონასტერიო დე სან ფრანსისკო).
1538 წელს დაიწყო ახალ მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტის მშენებლობა. მას სანტო ტომას დე აკინიო დაერქვა წმ. თომას აქვინელის პატივსაცემად და დღესაც ფუნქციონირებს, როგორც „უნივერსიდად აუტონომა დე სანტო დომინგო“.
საკათედრო ტაძრის სამარხს მოიხსენიებდნენ, როგორც ქრისტეფორე კოლუმბის საბოლოო განსასვენებელს (ამ ფაქტს საკამათოდ მიიჩნევენ), თუმცა მისი ნეშტი 1990 წელს გადატანილ იქნა კოლუმბის შუქურაში (ფარო ა კოლონ).
1586 წელს ქალაქი გაძარცვულ იქნა ინგლისელი მეკობრე ფრენსის დრეიკის მიერ, ხოლო 1930 წელს კი იგი თითქმის მთლიანად დაანგრია ტროპიკულმა ქარიშხალმა. ქალაქი აღდგენილ იქნა და დიქტატორ რაფაელ ლეონიდას ტრუხიოს პატივსაცემად სიუდად-ტრუხიო დაერქვა, თუმცა 1961 წელს დიქტატორის მკვლელობის შემდეგ ქალაქს მყისვე დაუბრუნეს ადრინდელი სახელი.
მდინარა ოსამა კარიბის ზღვასთან შერთვამდე 148 კილომეტრი სიგრძის ტერიტორიაზე მიედინება. სანტო-დომინგოს მდინარისპირა პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქის ეკონომიკური განვითარებასა და ვაჭრობის ზრდისთვის კოლონიური პერიოდის განმავლობაში. სწორედ მდინარე ოსამას შესართავთან მდებარეობს ქვეყნის უმსხვილესი პორტი.
სანტო-დომინგოში საშუალო ტემპერატურა მცირედით იცვლება, რადგან მთელი წლის განმავლობაში ტროპიკული პასატები ხელს უწყობს სითბოსა და ტენის შემცირებას ქალაქში. აღნიშნული პასატების გამო, სანტო-დომინგო ხასიათდება ტროპიკული კლიმატით, თუმცა ისეთ სიცხეს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ელიან, ქალაქში იშვიათად ვხვდებით. დეკემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდი ყველაზე გრილია, რომელიც ნაკლებად ტენიანი დღეებითა და ღამე მოწმენდილი ცით ხასათდება (ტემპერატურა დაახლოებით 17-19 გრადუსი). ყველაზე ცხელი პერიოდი ივლისიდან სექტემბრამდეა. წვიმების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 1,445 მმ-ია. მისი ყველაზე მშრალი პერიოდი ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება, თუმცა პასატებისა და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთების გამო, წვიმა ამ თვეებშიც მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მშრალ თვეში 60 მმ-ზე დაბალი ნალექების რაოდენობა ფიქსირდება, კიოპენის კლასიფიკაციის მიხედვით სანტო-დომინგო ტროპიკული მუსონური კლიმატით ხასიათდება. კარიბების სხვა ქალაქების მსგავსად, ქარიშხალი სანტო-დომინგოშიც ხშირია. 1998 წელს ქარიშხალმა ჯორჯმა მძიმედ დააზიანა ქალაქი. უდაბლესი ტემპერატურა 1951 წლის 5 თებერვალს (11 გრადუსია) დაფიქსირდა, ხოლო უმაღლესი ტემპერატურა (39.5 გრადუსი) 2002 წლის 29 მარტს აღრიცხეს.[5]
სანტო-დომინგოს ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი მდებარეობს სიუდად-კოლონიალში, ადგილზე, რომელიც 1990 წლის შემდეგ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობადაა გამოცხადებული. მდინარე ოსამასთან მდებარე სიუდუდ კოლონიალში წარმოდგენილია XVI საუკუნის დასაწყისში შექმნილ შენობათა შთამბეჭდავი კოლექცია; მათ შორის არის პალატური სახლები და დიდებული ეკლესიები, რომლებშიც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილია ასახული.
ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებს შორის არიან: სანტო-დომინგოს საკათედრო ტაძარი, ამერიკის პირველი საკათედრო ტაძარი; ალკაზარ-დე-კოლონი, პირველი სასახლე ამერიკაში, ინდოელების ვეზირის, ქრისტეფორე კოლუმბის ვაჟის, დონ-დიეგო კოლონის (დონ-დიეგო კოლუმბის) რეზიდენცია; სან-ფრანცისკოს მონასტერი, ამერიკის პირველი მონასტრის ნანგრევები; Museo de las Casas Reales, მონუმენტური კომპლექსი, რომელიც მოიცავს გუბერნატორთა ყოფილ სასახლეს და სანტო-დომინგოოს ყოფილ სამეფო აუდიენციის შენობას; ფორტალეზა-ოზამა, ამერიკის უძველესი ციხე; დომენიკელთა რესპუბლიკის ეროვნული პანთეონი, იეზიტების ყოფილი შენობა, სადაც სხვადასხვა ცნობილი დომინიკლის ნაშთია შემონახული; და დომინიკის მონასტერი, პირველი მონასტერი ამერიკაში.
კალე-ლას-დამას უკიდურეს ჩრდილოეთით, აღდგენილ და გაფართოებულ პლაზა-დე-ესპანას ესაზღვრება ლას-ატარაზანასი (ყოფილი სამხედრო-საზღვაო ეზო, ახლა მუზეუმი) და მრავალი მცირე მაღაზია თუ რესტორანი. ეს ტერიტორია იყო პირველი ევროპული კომერციული ცენტრი ამერიკაში; იგი დღესდღეისობითაც დასახლებული და აქტიური ტერიტორიაა. ალკაზარ-დე-კოლონი იყო კოლუმბების საგვარეულო სასახლე - მისი ვაჟიშვილიდან, დიეგოდან მოყოლებული - ახლა მუზეუმია, რომელშიც წარმოდგენილია იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ავეჯი და დეკორაციები. შენობა თავდაპირველად 1510 წელს აიგო, ხოლო ამჟამინდელი გარეგნობა 1952 წელს აღდგენის შემდეგ მიიღო.
სანტო-დომინგოს მოსახლეობის შემადგონლობა ქვეყნის სხვა მეტროპოლიტების მოსახლეობის მსგავსია, თუმცა, დედაქალაქში სხვა ქალაქებთან შედარებით დიდია ემიგრანტთა რიცხვი (ძირითადად იმის გამო, რომ სანტო-დიმინგოში სამუშაოს პოვნა, სხვა პროვინციებთან შედარებით, მარტივია). მისი მოსახლეობა, ქვეყნის უმეტესი ნაწილის მსგავსად, ძირითადად ადგილობრივი დომენიკელი მულატებისგან შედგება; აგრეთვე დიდი რაოდენობით ვხვდებით აფრო-დომინიკელებსა და აფრო-ევროპელებს, ასევე მიგრანტთა დიდ საზოგადოებას. ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 20% მიგრანტია (უმეტესად ჰაიტიანები). [წყარო არ არის მითითებული 1558 დღე] ამასთან, ქალაქში ვხვდებით ბოლო დროს ევროპიდან, აზიიდან, ასევე ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ემიგრანტებს. ასევე, ქალაქში ცხოვრობს აზიელთა საზოგადოება (ძირითადად ჩინელები), არაბები (ძირითადად ლიბანელები) და ევროპელები (ძირითადად ესპანელი და იტალიელი ხალხი). აღსანიშნავია ვენესუელელები და პუერტო-რიკოელები, აგრეთვე ამერიკაში დაბადებული წარმოშობით დომენიკელები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. ქალაქის ჩრდილო–აღმოსავლეთი კვარტალი ყველაზე ღარიბია, სამხრეთ-დასავლეთი კი - უფრო მდიდარი. სანტო-დომინიკო აგრეთვე ითველა საშუალო კლასის მოსახლეუბის კუთხით მზარდ ქალაქად. არის ეკონომიკის თვალსაზრისით ლათინური ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მეტროპოლიტის მოსახლეობა 3,8 მილიონია.
სანტო-დომინგო არის დომინიკელთა რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის ცენტრი. მიტროპოლიტენის არეალში მდებარეობს პრეზიდენტის ოფისი, სამინისტროები, ეროვნული კონგრესი, უზენაესი სასამართლო და სხვა ძირითადი სამთავრობო ინსტიტუტი. ქალაქს მართავს Ayuntamiento del Distrito Nacional (მერია), რომელიც მუნიციპალურ ფუნქციებზეა პასუხიმგებელი. სანტო-დომინგის ამჟამინდელი მერი არის დევიდ კოლადო. ქალაქის უსაფრთხოებას „Policía Nional“ (ეროვნული პოლიცია) და „Policia Turística“ (ტურისტული პოლიცია) (POLITUR) იცავს.
სანტო-დომინგოში ვხვდებით მრავალ მუზეუმს, რომელთა დიდი ნაწილი სიუდად-კოლონიალში მდებარეობს.[6] აქ ვხვდებით ალკაზარის მუზეუმს, რომელიც დიეგო კოლონის სასახლეშია განთავსებული;[7] მუზეო-დე-ლას-კასას-რეალეს, სადაც კოლონიური პერიოდის არტეფაქტები და ტრუხილიოს მიერ შეწირული უძველესი იარაღების კოლექცია ინახება;[8] ატარაზანას საზღვაო მუზეუმს, ყოფილი სამხედრო-საზღვაო ეზო; დომენკელთა რესპუბლიკის გმირის, დუარტეს მუზეუმსა და მუზეო-დელ-ამბარს.
ქალაქი არის დომინიკელთა რესპუბლიკის ეკონომიკური საქმიანობის ცენტრი. ესაა ადგილი, სადაც თავმოყრილია ქვეყნის ფინანსების უმეტესობა; აქ მდებარეობს ქვეყნის საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების მთავარი შენობები. სანტო-დომინფოში მრავალ ეროვნულ თუ საერთაშორისო ფირმას აქვს სათაო ან რეგიონალური ოფისი. გეოგრაფიული მდებარეობისა და ეკონომიკური სტაბილურობის გამო ქალაქი მრავალ საერთაშორისო ფირმასა და ფრენჩაიზს იზიდავს; მათ შორისაა: Ikea, Goldcorp და Barrick.[9]
უმეტესი ბიზნეს-ქმედებების განსახორციელებლად შესაბამისია ქალაქის ინფრასტრუქტურაც. საკვანძო ელემენტი, რომელმაც ხელი შეუწყო ქალაქს განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და კონკურენციის გაწევაში, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაა. სანტო-დომინგო და დომინიკელთა რესპუბლიკა მთლიანობაში სარგებლობენ თანამედროვე და ვრცელი სატელეკომუნიკაციო სისტემით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.