კარფური (ფრანგ. Carrefour) — ფრანგული ტრანსნაციონალური საცალო ვაჭრობის ქსელი, შტაბ-ბინით საფრანგეთის ქალაქ ბულონ-ბიანკურიში, რომელიც მდებარეობს პარიზის მახლობლად, ო-დე-სენას დეპარტამენტში.[2] მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელია (2015 წლის ბოლოსთვის 1 600 ჰიპერმარკეტი). კარფური მოქმედებს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში: ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. კარფური ფრანგულ ენაზე ნიშნავს „გზაჯვარედინს“ და „საჯარო მოედანზე“. კომპანია Euro Stoxx 50 საფონდო ბაზრის ინდექსის კომპონენტია.[3]

სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...
კარფური
Carrefour
ტიპი საჯარო კომპანია
დარგი საცალო ვაჭრობა
დაფუძნდა 1 იანვარი, 1958
(67 წლის წინ)
 (1958-01-01)
სათავო ოფისი ბულონ-ბიანკური,
 საფრანგეთი
მმართველი
ჯორჯის პლასატი
(თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი)
პროდუქცია თვითმომსახურების ობიექტი/სასაწყობო კლუბი, მოსახერხებელი მაღაზია, საფასდაკლებო მაღაზია, ჰიპერმარკეტი/სუპერცენტრი/სუპერმარკეტი,
შემოსავალი

103.3

 მილიარდი (2016)[1]
მთლიანი შემოსავალი €2.232 მილიარდი (2015)[1]
სუფთა მოგება €981 მილიონი (2015)[1]
თანამშრომელი 381,227 (2015)
შვილობილ(ებ)ი იხ. ქვემოთ
ფილიალი 10,102
სერვისის ენა ქართული (საქართველოში)
საიტი www.carrefour.com
carrefour.com.ge
დახურვა

ისტორია

კარფურის პირველი მაღაზია (და არა ჰიპერმარკეტი), გაიხსნა 1960 წელს ანსის გარეუბანში, გზაჯვარედინთან ახლოს (ფრანგულად კარფური გზაჯვარედინს ნიშნავს). კარფურის ჯგუფი 1958 წელს მარსელ ფურნიერის, დენის დეფორეის და ჟაკ დეფორეის მიერ შეიქმნა,[4] რომლებიც დაესწრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე სემინარს, რომელიც „საცალო ვაჭრობას“ ეხებოდა.

ჯგუფმა კარფურმა პირველად ევროპაში გახსნა ჰიპერმარკეტი, დიდი სუპერმარკეტი და უნივერმაგი ერთი სახურავის ქვეშ. პირველი ჰიპერმარკეტი 1963 წლის 15 ივნისს საფრანგეთში გახსნეს, პარიზის მახლობლად, სანტ-ჯენევიე-დეს-ბოისში.[5] საქართველოში კარფურის პირველი ფილიალი 2012 წელს თბილისი მოლში გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.