გერმანელი ქიმიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიდრიხ ავგუსტ კეკულე (დ. 7 სექტემბერი, 1829, დარმშტადტი — გ. 13 ივლისი, 1896, ბონი) — გერმანელი ქიმიკოსი. 1850 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქიმიკოსი, განსაკუთრებით თეორიულ ქიმიაში. ქიმიური სტრუქტურის თეორიის მთავარი ფუძემდებელი.
1856–1858 წლებში იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი; 1858 წლიდან გენტის უნივერსიტეტის, ხოლო 1965 წლიდან ბონის უნივერსიტეტის პროფესორი; 1886 წლიდან გერმანიის ქიმიური საზოგადოების პრეზიდენტი. 1854 წელს მიიღო თიოძმარმჟავა, 1856 წელს — ტრიფენილმეთანი და ანთრაქინონი. მისი ძირითადი შრომები თეორიულ ქიმიას ეხება. 1854 წელს მან პირველმა გამოთქვა იდეა გოგირდისა და ჟანგბადის „ორფუძიანობის“ (ანუ ორვალენტიანობის) შესახებ. 1857 წელს ელემენტები ერთ-, ორ- და სამფუძიანებად დაყო. ადოლფ კოლბესთან ერთად ნახშირბადი განსაზღვრა როგორც ოთხფუძიანი ელემენტი და მიუთითა არჩიბალდ კუპერთან ერთად) ნახშირბადის ატომების ერთმანეთთან დაკავშირების უნარზე, რაც ორგანული ქიმიის საფუძველს წარმოადგენს. კეკულემ პირველმა შექმნა ბენზოლის მოლეკულის ციკლური ფორმულა (1865).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.