From Wikipedia, the free encyclopedia
ფემინიზმი (ლათ. femina — „ქალი“) — საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.
ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში.
არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: ლიბერალური, რადიკალური, ლესბოსური, ეკოფემინიზმი, მარქსისტული, ანარქისტული, ე.წ. შავი ფემინიზმი, ანტირასისტული, ეგალიტარული, კულტურული, ნეოფემინიზმი, პოსტკოლონიალური, ფსიქოანალიტიკური, ჰუმანური, პოსტსტრუქტურალისტური, პოსტმოდერნისტული და ა.შ
მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა.
ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და 1789 წლის „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ იყო, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს. მოგეხსენებათ მე-18 საუკუნე „განმანათლებლობის“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „ადამიანი რაციონალური“ / „The man of reason” მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არაფრად ჩააგდეს იმ დროინდელი მოაზროვნეების : ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად.
მერი უოლსტოუნკრაფტი საკუთარ ნაშრომში „ქალის უფლებების დაცვა“[1] (1792) უპირისპირდება იმ ეპოქის აღზრდის სისტემას ჟან ჟაკ რუსოს მიხედვით, სადაც ნათქვამია, რომ ვაჟები სახელმწიფო მოღვაწეებად, მოქალაქეებად უნდა აღზარდონ, ხოლო გოგონები კი - დედებად და ცოლებად. ავტორი ამ მოსაზრებებს საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს:
ქალებისთვის განათლების უფლების მინიჭებამ, როგორც ლიბერალური ფემინიზმის მონაპოვარმა, ასევე გზა გაუხსნა თანასწორობის იდეის აქტუალიზაციას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რაზეც XVIII-XIX საუკუნის მოაზროვნეთა მრავალი წელი დაიხარჯა.
XVIII საუკუნის განმანათლებლობის იდეას, მერი უოლსტოუნკრაფტის მსგავსად, ეწინააღმდეგება ჯონ სტიუარტ მილიც საკუთარ ნაშრომში „ქალის დაქვემდებარებულობა“ (1861). მისი აზრით, განმანათლებლობის იდეამ გონებაზე დაფუძნებული საზოგადოების შესახებ, საფუძველი გამოაცალა ქალის ჩამორჩენილობას. სოციალური წნეხის და ცუდი განათლების გამო ქალები მართლაც ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი შევიწროვების და შესაძლებლობათა შეზღვუდვის გამო ხდებოდა. ავტორის აზრით, უნდა გაუქმდეს ქალის მონური მდგომარეობა ქორწინებაში, უნდა დამკვიდრდეს თანასწორი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ანაზღაურებად შრომაზე, არჩევნებში მონაწილეობასა და პოლიტიკურ აქტიურობაზე. ქალების აზროვნება ინტუიციური, პრაქტიკული და კონკრეტულია.
ეს შეხედულება, ერთი შეხედვით ინტელექტუალური იერარქიის ჩამოყალიბებას წააგავს, სადაც ქალი-ასისტენტის ნაკლებად მნიშვნელოვან უნარებს იყენებს, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს ფემინისტებმა, თუმცა ავტორის პოზიციის ასეთი ინტერპრეტაცია უსამართლოა, რადგან იგი არცერთ მის ნაშრომში არ ამტკიცებდა, რომ რაციონალური აზროვნება ერთადერთი და საუკეთესოა. არც აზროვნების სხვადასხვაობას უკავშირებდა სქესთა შორის განსხვავებებს. „ლოგიკური“ და „ინტუიციური“ მასთან ურთიერთშემავსებელი ფენომენია და არა ურთიერთგამომრიცხავი ან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი.
ოლიმპია დე გუჟის ნაშრომში „ ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებათა დეკლარაციაში“ გაანალიზებულია პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი, როგორც აუცილებლობა თავისუფლების, საკუთრების უფლების, უსაფრთხოების მოსაპოვებლად და ჩაგვრისადმი წანააღმდეგობის გაწევის საშუალებად.
„ქალებო, გაიღვიძეთ... აღმოაჩინეთ თქვენი უფლებები. ბუნების ძლევამოსილი იმპერია უკვე აღარ არის გარემოცული ცრურწმენებით, ფანატიზმით, განსჯამდელი შეხედულებებითა და სიცრუით...““ |
- ასე მიმართავთა ოლიმპია დე გუჟი თავის თანამედროვე ქალებს.
„რესპუბლიკელ ქალთა საზოგადოება“ , რომელიც ოლიმპია დე გუჟმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის იდეას მიუძღვნა, მაქსიმილიან რობესპიერმა (1758 – 1794) შეავიწროვა, ხოლო 1793 წელს კი მის ავტორს და ლიდერს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს. მიუხედავად ასეთი ტრაგიკული დასასრულისა ოლიმპია დე გუჟმა შთააგონა უამრავი ქალბატონი საიმისოდ, რომ გაერთიანებულიყვნენ და საკუთარი მონაწილეობით შეეცვალათ სინამდვილე.
ავგუსტ ბებელის ნაშრომმა „ქალი და სოციალიზმი“[2] საფუძველი დაუდო კამათს: რა უნდა შესთავაზოს სოციალიზმმა ქალს? ავტორის აზრით ქალის ჩაგვრა კლასობრივი საზოგადოების შედეგია. პროლეტარიული რევოლუცია მას ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, საოჯახო შრომისა და ბავშვების აღზრდის გასაზოგადოებრიობას მოუტანს. მარქსისტებისაგან განსხვავებით, ბებელი მიიჩნევდა, რომ მშრომელი ქალი დაჩაგრული იყო, რადგან ოჯახს გარეთ შრომის გარდა, ქალი სასომიხდილია შინ შრომითაც. აქედან გამომდინარე, ქალებს საერთო ინტერესები აქვთ კლასობრივი კუთვნილების მიუხედავად და ამოტომ მათი მოძრაობა განმათავისუფლებელი ბრძოლაა და არა - მუშა ქალების უფლებებრივი წინსვლა.
კლარა ცეტკინის აზრით ქალების განთავისუფლება მხოლოდ კაპიტალიზმის განადგურებით და სოციალიზმის გამარჯვებით იყო შესაძლებელი. ქალთა საკითხის აქტუალურობაში მან მრავალი გერმანელი დაარწმუნა და უკვე 1900 წლისათვის მძლავრი მოძრაობა ჩამოაყალიბა. ცეტკინი ასევე იყო სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი და სერიოზული უთანხმოება ჰქონდა თანაპარტიელებთან, რადგან მათგან განსხვავებით მიიჩნევდა, რომ სერიოზული სოციალური ცვლილებები შესაძლებელი იყო ევოლუციური გარდაქმნებისა და საპარლამენტო რეფორმების გზით. მისი აზრით , მუშათა კლასის წარმომადგენელმა ქალებმა და მამაკაცებმა ერთმანეთი უნდა განიხილონ არა როგორც მჩაგვრელმა და დაჩაგრულმა, არამედ როგორც კოლეგებმა/ამხანაგებმა, რომლებიც საერთო საქმისთვის, სამართლიანობისთვის იბრძვიან. თუმცა ხშირად მისი ეს მოსაზრებები უტოპიად რჩებოდა, რადგან პარტიულ მამაკაცთა უმრავლესობა ქალთა პრობლემებს ნაკლებად აქტუალურად მიიჩნევდა და ხსნიდა დღის წესრიგიდან.
კლარა ცეტკინის თანამედროვე ქალბატონების უმრავლესობა ჩაგვრისა და შევიწროების მიზეზად უმუშევრობას მიიჩნევდა და არა პოლიტიკურ სისტემას. ცეტკინი ხედავდა ამას და ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ყველაფრის სათავე შრომის კაპიტალისტური განაწილება იყო.
XX საუკუნის შუა წლების საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტია წლების განმავლობაში ქალების უფლებებს თეორიულად არ უარყოფდა, მაინც პრუდონსის ანტიქალურ პოზიციას იზიარებდა. ქალებს მხოლოდ ორი როლი შეიძლება ჰქონდეთ: დიასახლისის ან მეძავის ხოლო ფემინიზმი საშუალო კლასის გამოგონილ იდეად მიიჩნეოდა.
სიმონ დე ბოვუარი, 1949 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „მეორე სქესი“[3], ამომწურავად სცემს პასუხს კითხვაზე „რას ნიშნავს იყო ქალი?“. წიგნში გამოყენებულია ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ანთროპოლოგიური, ისტორიული, ლიტერატურული და ცხოვრებისეული მასალის მთელი სპექტრი იმის დასამტკიცებლად, რომ ქალის თავისუფლებისათვის ძირითად წინააღმდეგობას წარმოადგენს არა ბიოლოგია ან პოლიტიკური და იურიდიული შეზღუდვები და არც მისი ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ უფრო საზოგადოებაში „ქალურობის“ წარმოების პროცესი. სწორედ ბოვუარს ეკუთვინს ცნობილი ფრაზა „ქალად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან“. გოგონების აღზრდის სისტემის ანალიზმა, მათთვის ადამიანური ბუნების სრული გამოვლენის შეზღუდვის გაცნობიერებამ იგი ქალიშვილებისა და ქალების გამოცდილების შესწავლასთან მიიყვანა. ბოვუარის განხილვის საგანი გახდა საზოგადოებაში აკრძალული თემები, როგორებიცაა მენსტრუაცია და სექსუალობა, რომლებსაც აკადემიური პუბლიკაციისთვის უპრეცედენტო გულახდილობით აანალიზებს. ამ გზით ის ცდილობდა ეთქვა , რომ ბიოლოგიურმა აგებულებამ არ უნდა განსაზღვროს საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა. სრულფასოვან ადამიანურ არსებად ქალი მხოლოდ თავისი ფიზიოლოგიის დაძლევით შეიძლება იქცეს.
განათლებისა და სამოქალაქო - პოლიტიკური მონაწილეობის უფლებების მოპოვების შემდეგ კვლავ იწყება „ქალის“ და „ქალურობის“ კონცეფციების სიღრმისეული კვლევა, ურომლისოდაც სამყაროს შესახებ ცოდნა არასრულყოფილი და ნაკლოვანია. ამ ნაკლის დასაძლევად საჭიროა ცოდნა გაფართოვდეს და შეივსოს ახალი ხედვებითა და ფაქტორებით:
ქეით მილეთი თავის ნაშრომში „სექსუალური პოლიტიკა“ აკრიტიკებს პატრიარქატს, როგორც აბსოლუტური მართვის სისტემას.
საზოგადოებათა უმრავლესობაში პატრიარქატი ასევე ემყარება ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას და გაუპატიურებას. ამ კონტექსტში ქალისა და მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა სხვა არაფერია, თუ არა მამაკაცური ძალაუფლების გამოვლინება. ამ წარმოდგენის დასამტკიცებლად ქეით მილეთი აანალიზებს XX საუკუნის ოთხი მწერლის შემოქმედებას (დევიდ ჰერბერტ ლოურენსი, ჰენრი მილერი, ნორმან მაილერი, ჟანა ჟენე) სწორედ სექსუალური ცხოვრების აღწერა-გამოხატვის კუთხით და ახდენს სექსის, როგორ უხეში სექსუალური დათრგუნვის ინსტრუმენტის დეკონსტრუირებას [4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.