From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა ჩინეთი აღმოსავლეთდა ცენტრალურ აზიაში მდებარეობს. დასავლეთი ჩინეთი მთიანი მხარეა, რომლის ძირითადი ნაწილი ტიბეტის მაღალ ზეგანს უკავია. აღმოსავლეთი ჩინეთი ზღვისპირამდე გადაჭიმულ დაბლობს წარმოადგენს. ტიბეტის ზეგნიდან იღებენ სათავეს და დაბლობის გავლით ზღვას ერთვიან ჩინეთის ორი დიდი წყალუხვი მდინარე, ხუანხე და იანძი. სამხრეთით და დასავლეთით ჩინეთს ინდოეთისაგან ჰიმალაის მაღალი მთები გამოყოფენ. უძველესი ხანის დასავლეთ ჩინეთისა და ინდოეთის მოსახლეობის საქმიანობა, მათი შრომის იარაღები, სამეურნეო კულტურები ძალზე წააგავდნენ ერთმანეთს. მათ ერთი და იგივე ჯიშის შინაური ცხოველები ჰყავდათ. მსგავსებასთან ერთად იყო განსხვავებებიც: ჩინელებმა, პირველებმა მსოფლიოში, აბრეშუმის ჭიის შრომის საიდუმლოება გაითავისეს. მათ აბრეშუმის ძაფის მიღებისა და გამოყენების რთული სისტემაც შექმნეს. კულტურული მცენარეებიდან ჩინეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა ჩაი, რომელსაც სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდა. ჩინეთის სახელმწიფოს წარმოქმნა და განვითარების თავისებურებანი. ქრ.შ-მდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ხუანხეს აუზში ჩინეთის პირველი სახელმწიფო შეიქმნა. მას მეფე მართავდა. მეფის ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაიცემოდა. ამ დროისთვის მიწების უმეტესი ნაწილი მეფეს, მთავრებს, მოხელეებსა და ქურუმებს ეკუთვნოდა. ადგილობრივი მთავრები, ხშირად, მეფის უზენაესობას არ ცნობდნენ. ამიტომ წარმოქმნილი სახელმწიფო მტკიცე არ იყო. გლეხებს სათემო მიწები უნაწილდებოდათ. ისინი შემოსავლის განსაზღვრულ ნაწილს სახელმწიფოს უხდიდნენ. უძველესი ჩინეთის ისტორიისათვის დამახასიათებელია სამთავროთა შორის ხელისუფლებისათვის გაუთავებელი სისხლიანი ბრძოლები. გამარჯვებული მეფე-მთავარი ახალ კანონებს და საგადასახადო სისტემას აწესებდა.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ძველი ჩინეთი}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ქრ.შ-მდე მესამე საუკუნეში ხელისუფლებისათვის ბრძოლა ცინის სამეფოს გამარჯვებით დამთავრდა. მისმა მეფემ თავი გამოაცხადა, როგორც ცინ შიხუანდი, რაც ნიშნავდა „ცინის პირველ მმართველს“ ანუ იმპერატორს. იმპერატორის სამფლობელოს, სახელმწიფოს კი იმპერია ეწოდა. ამიერიდან უძველესი ჩინეთის სახელმწიფო იმპერიად მოიხსენიებოდა, მისი მმართველები კი იმპერატორად.
იმპერიის სახელწოდებიდან „ცინი“ წარმოდგა ჩინეთის ქართული დასახელების ძირი „ჩინ“. ამ დროისთვის იქმნება ხმელეთით ჩინეთის ხმელთაშუა და შავ ზღვებთან დაკავშირებული „აბრეშუმის დიდი გზა“, რომლის ერთი ბოლო საქართველოზე გადიოდა. მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან ცინის იმპერიის ჩრდილო საზღვრის დაცვის მიზნით იმპერატორის ბრძანებით აიგო „ჩინეთის დიდი კედელი“. ქრ.შ-მდე მეორე საუკუნიდან სამთავროთა ბრძოლებმა ახალი ძალით იფეთქა. არაჩვეულებრივი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს მმართველები და იმპერატორები, იწერებოდა ერთიმეორეზე მკაცრი კანონები, იზრდებოდა გადასახადები. შექმნილმა ვითარებამ ძალიან გააუარესა გლეხების, ხელოსნებისა და მეფის ჯარში მომსახურეთა მდგომარეობა.
ქრ.შ-დან პირველ-მესამე საუკუნეებში მრავალრიცხოვანმა და ზლიერმა სახალხო აჯანყებებმა არაერთხელ დაარღვიეს იმპერატორთა, მთავართა და მიწათმფლობელთა სიმშვიდე. მდგომარეობას ართულებდა ჩინელ მოხელეთა ბრძოლა თანამდებობისა და სიმდიდრისათვის. ამას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უცხო ტომთა ხშირი შემოტევებიც ემატებოდა. ქრ.შ-დან მესამე საუკუნეში ერთიანი ჩინეთი სამთავროებად დაიშალა.
ქრ.შ-მდე მეოთხე საუკუნეში ჩინელებმა, ჩრდილოეთიდან მომთბარე ტომების შემოტევებისაგან საზღვრების დაცვის მიზნით, ციხესიმაგრეები ააგეს. იმპერატორ ცინ შიხუანდის ბრძანებით ციხეები ერთმანეთთან კედლებით შეაერთეს. ასე წარმოიშვა „ჩინეთის დიდი კედელი“. მისი სიგრძე 4 ათას კილომეტრს აღწევდა, სიმაღლე 7 მეტრი, სიგანე კი 6,5-5,5 მეტრი იყო. ამ ისტორიული კედლის ნაწილებმა ჩვენამდე მოაღწია და მნახველს დღესაც აოცებს თავისი სიდიადითა და მასიურობით.
ჩინეთის მეტად ძვირადღირებული აბრეშუმი იმდროინდელი სამყაროს ქვეყნებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ ქრ.ს-მდე მეორე საუკუნეში ჩინელებმა სავაჭრო გზა გაიყვანეს. იგი ქალაქ სიანში იწყებოდა და დასავლეთისაკენ სამხრეთისა და ჩრდილოეთის განშტოებით მიემართებოდა. სამხრეთის განშტოება სპარსეთის, მესოპოტამიის, ფინიკიის მიწა-წყალს გაივლიდა და ქალაქ ტვიროსში მთავრდებოდა. ჩრდილოეთის განშტოების მარშრუტი კი შემდეგი იყო: კასპიის ზღვა-ამიერკავკასია-მდ. მტკვარი-სურამის უღელტეხილი-მდ.ფაზისი (რიონი)-ქალაქი ფაზისი-შავი ზღვა. აქედან ჩრდილოეთის განშტოება ზღვით დასავლეთისაკენ მიემართებოდა. ამ სავაჭრო გზას „აბრეშუმის დიდი გზა“ ეწოდებოდა. ასე შემოვიდა აბრეშუმი საქართველოში.
ქრ.შ-მდე მერვე-მეხუთე საუკუნეებში ჩინეთში პირველად გამოჩნდა ლითონის ფული. ქრ.შ-მდე მეხუთე-მესამე საუკუნეებში უკვე ყველა სამთავროს თავისი ფული ჰქონდა. ცინ შიხუანდმა ოქროსა და ვერცხლის ერთიანი სისტემა მთელ სახელმწიფოში დააკანონა.
ჩინეთში ქრ.შ-დან 15 წელს იმპერატორის ჯარის ნაწილები აჯანყდნენ. მეფისმორჩილი ჯარისკაცებისგან განსხვავების მიზნით, აჯანყებულები წარბებს წითლად იღებავდნენ. ამიტომ მათ „წითელწარბიანები“ ეწოდათ. „წითელწარბიანებს“ მალე გაღატაკებული და უკმაყოფილო მოსახლეობაც შეუერთდა. აჯანყება მთელ ჩინეთს მოედო. ქრ.შ-დან 25 წელს „წითელწარბიანებმა“ მოკლული იმპერატორის მაგივრად თავისი თანამებრძოლი, უბრალო მწყემსი გაამეფეს. ამ დროისთვის აჯანყებულთა გამარჯვებებით შეშინებულმა მიწათმფლობელებმა მძლავრი ჯარი შექმნეს და რამდენიმე ბრძოლის შედეგად „წითელწარბიანთა“ აჯანყება სასტიკად ჩაახშეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.