შავი ფემინიზმი (იგივე ანტირასისტული ფემინიზმი) — ფემინისტური თეორიის ნაწილი, რომელიც ყალიბდებოდა ინგლისურენოვანი აფროამერიკელების მიერ. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შავი ფემინიზმის არის ბრძოლა რასიზმთან.[1]
ისტორია
შავი ფემინიზმი ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ ფემინიზმთან ერთად. აშშ-ში ქალების გამათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო სამოქალაქო უფლებების მოძრაობისა და შავკანიანთა გათავისუფლების მოძრაობის ჩამოყალიბების შემდეგ.
ძირითადი იდეები
შავი ფემინისტების აზრით, თეთრებს აწუხებთ მხოლოდ სექსიზმის პრობლემა, და ისინი გულგრილნი არიან რასიზმის, სხვადასხვა ფენისა და კლასის მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიმართ. ასევე ისინი იბრძვიან შავკანიან ქალთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და მიიჩნევენ, რომ ამის მიღწევით, საზოგადოება გათავისუფლდება ისეთი პრობლემებისგან, როგორიც არის რასიზმი, სექსიზმი და კლასთა უთანასწორობა.[2]
აღინიშნებოდა, რომ შავკანიანი ქალები თეთრკანიან ქალებთან შედარებით მეტ ზეწოლას გრძნობენ საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით საზოგადოებისგან.
მხარდამჭერები
თანამედროვე ფემინიზმის ანტირასისტული მოძრაობის წინამორბედნი იყვნენ აბოლიციონიზმის მონაწილეები. ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო სოდჯორნერ ტრუტი (ამერიკელი აბოლიციონისტი და ფემინისტი, რომელიც დაიბადა მონობაში. ცნობილია თავისი გამოსვლით „ნუთუ მე ქალი არ ვარ?“), ჰარიეტ ტაბმენი (ამერიკელი აბოლიციონისტი და შავკანიანთა გმირი, მონობიის მოწინააღმდეგე აშშ-ში). მრავალი წარმომადგენელი გახდა საქვეყნოდ ცნობილი საკუთარი ბრძოლის, პუბლიკაციებისა და გამოსვლების წყალობით (ისინი იყვნენ პირველნი ქალ ორატორებს შორის აშშ-ში)
დროთა განმავლობაში რასობრივი სამართლიანობა რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში წინ წამოიიწია განვითარდა ანტირასისტული მოძრაობების მიერ (ჰარლემის რენესანსი, სამოქალაქო უფლებების მოძრაობა 1960-1970-იან წლებში, და ა.შ) და შავკანიან ქალთა ორგანიზაცია (National Council of Negro Women, National Black Feminist Organization, the Third World Women's Alliance და სხვა.) შავკანიანი ფემინისტ-სოციალისტები, ისეთები როგორებიც არიან ანჯელა დეივისი და ბელ ჰუკსი, იწყებენს საუბარს ინტერსექციონალიზმზე, საცად ხაზს უსვამენ პოლიტეკონომიკური რასიზმის საფუძველს და სექსიზმს, როგორც კომპონენტს პატრიარქალური და კლასობრივი იერარქიის.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.