Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
საბანა-კამაგუეის არქიპელაგი (ესპ. Archipiélago de Sabana-Camagüey) — კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანეში, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ. არქიპელაგი ვრცელდება მატანსასის, ვილია-კლარას, სანქტი-სპირიტუსის, სიეგო-დე-ავილისა და კამაგუეის პროვინციების ჩრდილოეთით. ისაზღვრება ატლანტის ოკეანის წყლებითა და ნიკოლასისა და ძველი ბაჰამის სრუტეებით.
კუნძული კაიო-კოკო | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 23°00′ ჩ. გ. 80°00′ დ. გ. |
ფართობი | 75,000 კმ² |
კუნძულთა ჯგუფი ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთიდან (იკაკოსის ნახევარკუნძულიდან) სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ (ნუევიტასის ყურემდე) დაახლოებით 475 კმ-ზე.[1] არქიპელაგის საერთო ფართობია 75,000 კმ².[2] საბანა-კამაგუეის არქიპელაგი მოიცავს 2517 რიფსა და კუნძულს.[1] დასავლეთ ნაწილს შეადგენს ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგი, რომელიც აერთიანებს მცირე კუნძულებს: კაიო-კოკოს, კაიო-გილერმოს, კაიო-რომანოსა და სხვა.
მარჯნის რიფები და პლაჟები ხელს უწყობენ ტურიზმის განვითარებას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.