From Wikipedia, the free encyclopedia
ვილია-კლარას პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთით — მატანსასის პროვინცია, აღმოსავლეთით — სანკტი-სპირიტუსის პროვინცია, სამხრეთით კი სიენფუეგოსის პროვინცია.
პროვინცია | |
---|---|
ვილია-კლარას პროვინცია Provincia de Villa Clara | |
ქვეყანა | კუბა |
ადმ. ცენტრი | სანტა-კლარა |
შიდა დაყოფა | კაიბარიენი, კამახუანი, სიფუენტესი, კორალილიო, ენკრუსიხადა, მანიკარაგუა, პლასეტასი, კემადო-დე-გუინესი, რანჩუელო, რემედიოსი, საგუა-ლა-გრანდე, სანტა-კლარა და სანტო-დომინგო |
კოორდინატები | 22°00′00″ ჩ. გ. 80°00′00″ დ. გ. |
ფართობი | 8 412,41 კმ² |
მოსახლეობა | 817 070 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 97,1 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სანკტი-სპირიტუსი, სიენფუეგოსი და ვილია-კლარა ერთ დროს აწ უკვე აღარ არსებული ლას-ვილიასის პროვინციის ნაწილები იყო, მაგრამ ვილია-კლარას ახლაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ლას-ვილიასს“. ისტორიული პროვინციის დედაქალაქი იყო სანტა-კლარა, რომელიც დღემდე რჩება ვილია-კლარას დედაქალაქად.
ერთ დროს პროვინციის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენია იყო შაქარი. მის წარმოებაში ჩართული იყო მრავალი ადამიანი, ძირითადად პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში. ამჟამად, საწარმოები მიტოვებულია და ეკონომიკა ფოკუსირდება ახლად გახსნილ სანაპირო კურორტებზე. შაქარი და თამბაქო კი რჩება პროვინციის სასოფლო სამეურნეო საქმიანობის მთავარ ნაწილად.
მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა (2004) | ფართობი (კმ²) | მდებარეობა |
---|---|---|---|
კაიბარიენი | 38 064 | 212 | 22.51583° ჩ. გ. 79.47222° დ. გ. |
კამახუანი | 63 544 | 614 | 22.46806° ჩ. გ. 79.72361° დ. გ. |
სიფუენტესი | 33 391 | 512 | 22.62083° ჩ. გ. 80.06583° დ. გ. |
კორალილიო | 27 571 | 843 | 22.98583° ჩ. გ. 80.58278° დ. გ. |
ენკრუსიხადა | 33 641 | 345 | 22.61722° ჩ. გ. 79.86611° დ. გ. |
მანიკარაგუა | 73 370 | 1 063 | 22.15028° ჩ. გ. 79.97611° დ. გ. |
პლასეტასი | 71 837 | 601 | 22.31611° ჩ. გ. 79.65528° დ. გ. |
კემადო-დე-გუინესი | 22 590 | 338 | 22.79000° ჩ. გ. 80.25583° დ. გ. |
რანჩუელო | 59 062 | 556 | 22.33611° ჩ. გ. 80.11278° დ. გ. |
რემედიოსი | 46 482 | 560 | 22.49222° ჩ. გ. 79.54556° დ. გ. |
საგუა-ლა-გრანდე | 56 097 | 661 | 22.80889° ჩ. გ. 80.07083° დ. გ. |
სანტა-კლარა | 237 581 | 514 | 22.40556° ჩ. გ. 79.95389° დ. გ. |
სანტო-დომინგო | 53 840 | 883 | 22.58361° ჩ. გ. 80.23833° დ. გ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.