From Wikipedia, the free encyclopedia
ნარას ეროვნული მუზეუმი — ხელოვნების მუზეუმი იაპონიაში, [1] იგი დაარსდა 1889 წელს.
ნარას ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
34°41′01″ ჩ. გ. 135°50′11″ ა. გ. | |
დაარსდა | 1889 |
ქვეყანა | იაპონია |
მდებარეობა | ნარა |
ოფიციალური საიტი | https://www.narahaku.go.jp, https://www.narahaku.go.jp/english/index_e.html, https://www.narahaku.go.jp/chinese/index.html და https://www.narahaku.go.jp/korean/index.html |
ნარას ეროვნული მუზეუმი მდებარეობს ნარაში, რომელიც იყო იაპონიის დედაქალაქი 710-წლიდან 784-წლამდე. კატაიამა ტაკუმამ შეიმუშავა ორიგინალური შენობა, რომელიც მეიჯის პერიოდის დასავლური სტილის წარმომადგენლობით შენობას ასახავდა და აღიარებულია როგორც მნიშვნელოვანი კულტურული საკუთრება იაპონიაში. ჯუნზო იოშიმურამ დააპროექტა დამატებითი შენობა 1973 წელს.
მუზეუმი გამოირჩევა ბუდისტური ხელოვნების კოლექციით, მათ შორის გამოსახულებებით, ქანდაკებებით და საკურთხევლის ნივთებით. მუზეუმში განთავსებულია და ნაჩვენებია ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ეკუთვნის ტაძრებს და სალოცავებს ნარას მხარეში. შოსინის საცავში დაცული ქონების გამოფენა ყოველწლიურად შემოდგომაზე ხდება.[2] მუზეუმის კოლექციაში არის XII საუკუნის ჯოჯოხეთის გრაგნილი,,[2] XI ან XII საუკუნის მანდალა იადო მანდარა-ზუ და IX საუკუნის ქანდაკება მჯდომარე ბუდა იაკუში.
1874 წელს ნარას ნახევრად სამთავრობო მენეჯმენტის საგამოფენო კომპანია შეიქმნა მაშინდელი ნარას გუბერნატორის ფუჯი ჩიჰიროს მიერ. მუზეუმს დაარქვეს ნარას საიმპერატორო საოჯახო მუზეუმი. ნარას ეროვნული მუზეუმი დაარსდა 1889 წელს,"[3] როგორც იმპერიული ნარას მუზეუმი. მუზეუმმა თავისი პირველი გამოფენა 1895 წელს გამართა.[3] ნარას გამოფენა იყო, როგორც გახსნის პრეისტორიული პერიოდი. 1947 წელს საიმპერატორო საოჯახო სამინისტროს პასუხისმგებლობა მუზეუმის კოლექციებზე გადაეცა განათლების სამინისტროს.[3] იგი დღევანდელი სახელით არის ცნობილი 1952 წლიდან.[3] 1969 წელს მუზეუმის ორიგინალური შენობა აღიარებული იქნა, როგორც “მნიშვნელოვანი კულტურული საკუთრება“.[3] 1972 წელს დასრულდა ახალი საგამოფენო შენობა “დასავლეთი ფრთა“,[3] ხოლო 1980 წელს გაიხსნა ბუდისტური ხელოვნების ბიბლიოთეკა.[3] მუზეუმის 100 წლისთავი გაიმართა 1995 წელს.[3] დასავლეთი ფრთის დასრულების შემდეგ, 1997 წელს ასევე დასრულდა “აღმოსავლეთ ფრთა“ და მიწისქვეშა დერეფანი.[3] 2001 წელს - მუზეუმს ეწოდა “ნარას ეროვნული მუზეუმი“, “დამოუკიდებელი ადმინისტრაციული დაწესებულების ეროვნული მუზეუმი“.[3] ეროვნული მუზეუმი გაფართოვდა კიუშუს ეროვნული მუზეუმის დამატებით 2005 წელს.[4]
მუზეუმის ორიგინალური შენობა დააპროექტა კატაიამა ტკუუმამ, რომელიც იყო საიმპერატორო საოჯახო სააგენტოს არქიტექტორი. ეს შენობა დასრულდა 1894 წელს და აშენებულია ფრანგული რენესანსის სტილში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დასავლეთ შესასვლელის დეკორატიული ორნამენტებით, ეს არის შუა მეიჯის პერიოდის ევროპული არქიტექტურის მაგალითი. ეს საგამოფენო დარბაზი ეროვნულმა მთავრობამ 1969 წელს მიანიჭა მნიშვნელოვან კულტურულ საკუთრებას.
დასავლეთის ფრთის მშენებლობა დაიწყო დარბაზში 1970 წლის 18 დეკემბერს და დასრულდა 1972 წლის 31 მარტს, ხოლო აღმოსავლეთის ფრთა პირველად გაიხსნა 1997 წლის ოქტომბერში, მეორედ კი 1998 წლის აპრილში. დიაზინერი იყო ჯუნზო იოშიმურა.
მიწისქვეშა გადასასვლელი უერთდება აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრთებს ორიგინალური მუზეუმის შენობასთან, განთავსებულია მუზეუმის მაღაზია და რესტორანი. გადასასვლელში გამოფენის ორივე მხარე შეიცავს მოდელებსა და ილუსტრაციებს, რომლებიც განმარტავს ბუდისტური ქანდაკების მშენებლობას. 150 მეტრი სიგრძის დერეფანში შესასვლელად, ვიზიტორებს არ სჭირდებათ მუზეუმის შესასვლელი ბილეთები. ტერიტორია ემსახურება მუზეუმის ვიზიტორების დასვენებას.
ბუდისტური ხელოვნების კვლევითი ცენტრი შეიქმნა 1980 წლის აპრილში, ბუდისტურ ხელოვნებასთან დაკავშირებული წიგნების, ასლების, ფოტოსურათების და სხვა საარქივო, კვლევითი მასალების შეგროვების, ორგანიზებისა და შენახვის მიზნით. ცენტრის ბიბლიოთეკა და ფოტოგრაფიული არქივები საზოგადოებისთვის ღიაა 1989 წლის მაისიდან, პირველ რიგში ბუდისტური ხელოვნების ბიბლიოთეკა არის, როგორც რესურსი მკვლევარებისთვის.
ნარას ეროვნული მუზეუმის შიდა ბაღში იაპონური ჩაის ცერემონიის სახლი “ჰასოანი“ მდებარეობს. თავდაპირველად აშენდა დაიხო-ინის მიდამოში, კაფუკუ-ჯი ტაძრის ქვე-ტაძარში. ასევე ცნობილია როგორც “განსუიტეი“, ჩაის სახლი აშენდა შუა ედოს პერიოდში. იგი კარგად არის ცნობილი თავისი მრავალი ფანჯრით, ჩაის მცოდნე ფურუტა ორიბეს საყვარელი სტილით. იგი შედის სამი დიდი ჩაის სახლის დასახელებაში.
ჰასოანი შეიცავს ჩაის ოთახს, იგი აგებულია რუსტიკულ სტილში. ნარას ჩაის სახლის მომავალი თაობისთვის შესანარჩუნებლად, ნარას მოსახლეობას დიდი წვლილი მიუძღვის, იმპერიულ ნარას მუზეუმისთვის ჰაოსანის გადაცემაში 1890 წელს. ჰასოანი მუზეუმის ტერიტორიაზე გადავიდა 1892 წელს.
კონსერვაციის ცენტრი, რომელიც გაიხსნა 2002 წელს, შეიქმნა ეროვნული საგანძურის და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების შენარჩუნების, შემოწმების, დოკუმენტირების, კონსერვაციისა და აღდგენის მიზნით. რესტავრატორები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ქანდაკებების, ნახატებისა და უძველესი ტექსტების კონსერვაციაში, მუშაობენ დაწესებულებიდან. სპეციალისტები ასევე აძლევენ რჩევებს კულტურული ფასეულობების მფლობელებსა და მეურვეებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.