From Wikipedia, the free encyclopedia
კელიენ ელიზაბეთ კონვეი (ინგლ. Kellyanne Elizabeth Conway; დ. 20 იანვარი, 1967) — ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი. 2017 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ტრამპის უფროს მრჩეველად.[1][2][3][4]
კელიენ კონვეი | |
---|---|
დაბადების სახელი | კელიენ ელისაბეთ ფიტზპატრიკი |
დაბადების თარიღი |
20 იანვარი, 1967 ნიუ-ჯერსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელები |
განათლება |
ტრინიტი ვაშინგტონის უნივერსიტეტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
პარტია | რესპუბლიკური პარტია (აშშ) |
მეუღლე(ები) | ჯორჯ კონვეი (2001) |
შვილ(ებ)ი | 4 |
ხელმოწერა |
იყო ტრამპის პოლიტიკური კამპანიის მენეჯერი, რომელიც 2016 წელს დააწინაურეს. პირველი ქალია, რომელმაც წარმატებულად დააორგანიზა აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანია.[5] რესპუბლიკურ პარტიაში უმუშავია კამპანიის მენეჯერად და სტრატეგოსად;
2001 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა Trump World Tower-ში, სადაც 2013 წლის ბოლოს ტრამპისთვის კერძო გამოკითხვებს ატარებდა. ამ პერიოდში დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის მმართველობას განიხილავდა. 2016 წელს მხარს უჭერდა რესპუბლიკელ ტედ კრუზს და თავმჯდომარეობდა პრო-კრუზის პოლიტიკურ კომიტეტს.[6][7][8][9] მოგვიანებით, კონვეი ტრამპმა დანიშნა მთავარ მრჩეველად, ხოლო შემდეგ კამპანიის მენეჯერად.[10][11] 2016 წლის 22 დეკემბერს, ტრამპმა განაცხადა, რომ კონვეი შეუერთდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და იქნებოდა პრეზიდენტის მრჩეველი.[12]
2020 წლის აგვისტოს კონვეიმ დატოვა პრეზიდენტის ადმინსიტრაცია. ეს მოხდა კონვეისა და მის ქალიშვილს შორის მომხდარი საჯარო დაპირისპირებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ქალიშვილი მას საჯაროდ აკრიტიკებდა და ემუქრებოდა ლეგალური ემანსიპაციით.[13][14][15]
კელიენ ელიზაბეტ ფიტზპარტრიკი დაიბადა 1967 წლის 20 იანვარს, ნიუ-ჯერსიში, აშშ-ში, დიანა და ჯონ ფიტზპატრიკის ოჯახში.[16][17] მამამისი წარმოშობით გერმანელი, ინგლისელი და ირლანდიელია, ხოლო დედამისი იტალიური წარმოშობისაა.[18] ჯონ ფიტზპატრიკი ფლობდა პატარა სატვირთო ტრანსპორტირების კომპანიას, დიანა კი ბანკში მუშაობდა. როდესაც 3 წლის იყო,[19][20] მისი მშობლები განქორწინდნენ, ხოლო ის დედამისმა, ბებიამ და ორმა დაუქორწინებელმა დეიდამ გაზარდა. 1985 წელს დაამთავრა წმინდა ჯოზეფის საშუალო სკოლა, სადაც კონვეი გუნდში მღეროდა და ბალახის ჰოკეის თამაშობდა. 1992 წლის ნიუ-ჯერსის ორგანიზებული დანაშაულის კომისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კონვეის ბაბუა, ჯიმი დინატალი ფილადელფიის კრიმინალური ოჯახის ბრბოს თანამოაზრეა. დინატალი მათთან ერთად არ ცხოვრობდა, თუმცა კონვეის ბიძის, მარკ დემარკოს თქმით, საშუალო სკოლაში სწავლის დროს ბაბუამის ბევრი აბულინგებდა, ხოლო კონვეიმ ფეხბურთის გუნდის წევრებს ბაბუამისის ბულინგის შეწყვეტა უბრძანა.[21] მისი ოჯახი კათოლიკეები არიან.[16][22]
კონვეი 8 ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა მოცვის ფერმაში, სადაც მან სამუშაო ეთიკა ისწავლა. „რაც უფრო სწრაფად გააკეთებდი, მით უფრო მეტ ფულს მიიღებდი“ - თქვა მან. 16 წლის ასაკში მან მოიგო New Jersey Blueberry Princess-ის კონკურსი, ხოლო 20 წლისამ World Champion Blueberry Packing კონკურსი მოიგო: „ყველაფერი, რაც ვისწავლე ცხოვრებისა და ბიზნესის შესახებ, იმ ფერმაში დაიწყო“, ამბობს კელიენ კონვეი.
პოლიტიკური მეცნიერებები შეისწავლა ტრინიტის კოლეჯში, ვაშინგტონში, სადაც იგი აირჩიეს Phi Beta Kappa-ს წევრად.[23] 1992 წელს იურისპუდენციის ხარისხი აიღო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან.[24] სწავლის დამთავრების შემდეგ იყო მოსამართლე რიჩარდ ლევის კლერკი, კოლუმბიის ოლქის უმაღლეს სასამართლოში.[25]
სწავლის დამთავრების შემდეგ, თავდაპირველად მუშაობას იურიდიულ ფირმაში განიხილავდა, მაგრამ ამის ნაცვლად არჩია მუშაობა Luntz Research Companies-ში. ტრინიტის კოლეჯის სტუდენტობისას იგი შეხვდა და დაუმეგობრდა ფრენკ ლანცს. 1995 წელს მან დააარსა საკუთარი ფირმა Polling Company.
კონვეი დაქორწინებულია ჯორჯ ტ. კონვეიზე,[26] რომელიც იურიდიულ ფირმაში, Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ში მუშაობს. წყვილს ჰყავს ოთხი შვილი: ტყუპები კლაუდია და ჯორჯი, ჩარლოტა და ვანესა. ქორწინებამდე, კონვეი ხვდებოდა აშშ-ს სენატორს და 2008 წლის საპრეზიდენტო კანდიდატს, ფრედ ტომპსონს.[27][28][29]
კონვეის მეუღლე ტრამპის კრიტიკოსია. 2019 წლის დეკემბერში მან დააფუძნა ლინკოლნის პროექტი, რომელმაც კამპანია ჩაატარა ტრამპის პრეზიდენტად ხელახალი არჩევის წინააღმდეგ.[30] კონვეის ქალიშვილი კლაუდია ტიკტოკერია, რომელიც 2020 წელს ცნობილი გახდა ანტი-ტრამპული მესიჯების გავრცელებით.[31][32][33][34] კლაუდია თავის თავს მემარცხენედ და ლიბერალად მიიჩნევს.[35][36] 2021 წლის იანვარში, ირწმუნებოდა, რომ დედამისი კონვეი მენტალურად, ფიზიკურად და ემოციურად მოძალადე იყო, ასევე ატვირთა ტიკტოკ ვიდეოები, სადაც ჩანს თუ როგორ უყვირის კონვეი ქალიშვილს და ფიზიკურად ძალადობს მასზე.[37]
2019 წლის სექტემბერში, კონვეის ბიძაშვილი ჯოვანა კოია, რომელიც მაშინ თეთრი სახლის პრესის ასისტენტი იყო, დაქორწინდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ძმისშვილზე ჯონ პენსზე, რომელიც მუშაობდა დონალდ ტრამპის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის.[38][39][40]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.