TikTok
From Wikipedia, the free encyclopedia
TikTok, ჩინეთში აგრეთვე ცნობილი როგორც Douyin[2][3] — სოციალური ქსელი, ვიდეობის გაზიარების ონლაინ-პლატფორმა, რომელსაც ფლობს ByteDance[4]. გაეშვა 2016 წელს. საიტის აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე, 40 ენაზე. მასზე ქვეყნდება 3 წამიდან 10 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები.[5]
TikTok | |
---|---|
![]() | |
ავტორი | ByteDance |
გამოვიდა | სექტემბერი, 2016 |
ბოლო გამოშვება | 28.5.4 / 3 მარტი, 2023 |
ენა | 40 ენა[1] |
საიტი | tiktok.com douyin.com |
2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, აპლიკაცია მსოფლიო მასშტაბით 2 მილიარდზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. „Morning Consult“-მა იგი 2020 წლის მესამე ყველაზე სწრაფად ზრდად აპლიკაციად დაასახელა, „Zoom"-ის და „Peacock“-ის შემდეგ[6], Cloudflare-მა კი — 2021 წლის ყველაზე პოპულარულ საიტად[7].
TikTok კრიტიკის ობიექტიც გახდა სხვადასხვა ისეთი ფსიქოლოგიური ეფექტების გამო, როგორიცაა მიჩვევა, დამოკიდებულება[8]. აგრეთვე, ცენზურის ზომიერებასა და მომხმარებლების კონფიდენციალურობის საკითხებზე. ამჟამად საიტი დაბლოკილია ირანში, ინდოეთში, პაკისტანში, ინდონეზიაში, ბანგლადეშში და ავღანეთში. 2020 წელს, დონალდ ტრამპმა სცადა საიტის დაბლოკვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
TikTok-ის მომხმარებლების 41%-ს შეადგენენ 16-24 წლის ადამიანები, რომელთა 90% საიტს ყოველდღიურად იყენებს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.