From Wikipedia, the free encyclopedia
Android — Linux-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებზე, ტელევიზორებზე, საათებზე, მანქანებზე და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა Google-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა.[9] . ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში.[10] ანდროიდის მიმდინარე ვერსიაა 7.0 "Nougat", გამოსული 2016 წელს. დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2017 წელს აპლიკაციების რაოდენობა 2,7 მილიონი იყო. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2015 წელს მისი საბაზრო წილი 84,7 % იყო.[11] 2017 წლის მაისის მონაცემით ამ ოპერაციულ სისტემას ყოველთვიურად ჰყავდა 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი.[12][13] დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: Samsung, Google Pixel, Xiaomi, Huawei, OnePlus, Realme და ა.შ.
შემქმნელი | Google, Open Handset Alliance |
---|---|
ენა | Java (მომხმარებლის ინტერფეისი), C (ბირთვი), C++[1] |
ოპერაციული სისტემის ოჯახი |
UNIX-ის მსგავსი |
სამუშაო მდგომარეობა | მოქმედი |
წყაროს მოდელი | ღია კოდი და ზოგ მოწყობილობაში პროპრიეტარული კომპონენტები |
პირველად გამოვიდა | 23 სექტემბერი, 2008[2] |
უკანასკნელი გამოშვება | Android 11 / 8 სექტემბერი, 2020 |
უახლესი ნიმუში | Android 12 / 18 თებერვალი, 2021 |
მარკეტინგული სამიზნე | სმარტფონები, პლანშეტები, Android TV, Android Auto და Android Wear |
ხელმისაწვდომი ენები | 100+ ენა[3] |
პაკეტების მენეჯერი | APK (ძირითადად Google Play-ის მეშვეობით) და სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, როგორიც არის F-Droid.) |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
32 და 64 ბიტიანი ARM, x86, x86-64, MIPS და MIPS64 |
ბირთვის ტიპი | მონოლითური (მოდიფიცირებული ლინუქსის ბირთვი) |
სამომხმარებლო სივრცე |
Bionic libc,[4] mksh-ის გარსი ,[5] Toybox ბირთვის უტილიტა Android 6.0-დან მოყოლებული,[6][7] |
მომხმარებლის გრაფიკული გარემო |
გრაფიკული (მულტიტაჩი) |
ლიცენზია |
Apache-ს ლიცენზია 2.0 GNU GPL v2 ლინუქსის ბირთვის მოდიფიკაციისთვის[8] |
ოფიციალური საიტი | android.com |
კორპორაცია „ანდროიდი“ დაარსდა 2003 წელს, კალიფორნიის შტატში და მისი დამფუძნებლები იყვნენ ენდი რუბინი[14], რიჩ მინერი[15], ნიკ სირსი[16] და კრის უაიტი[9]. რუბინის სიტყვებით, მათ მიზანი იყო „ჭკვიანი მობილური მოწყობილობების შექმნა, რომელსაც ეცოდინებოდა მისი მფლობელის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციები“[9].
თავდაპირველად, კომპანია ცდილობდა განევითარებინა ოპერაციული სისტემა ციფრული კამერებისათვის, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბაზარი საკმაოდ დიდი არ იყო და სმარტფონის ოპერაციული სისტემის შექმნაზე გადაერთვნენ. კორპორაცია შეეცადა შეექმნა Symbian-ისა და Windows Mobile-ის კონკურენტი სისტემა[17].
„ანდროიდი“ საიდუმლოდ მუშაობდა; მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ კორპორაცია მობილური ტელეფონებისადმი განკუთვნილ პროგრამას აწყობდა[9].
2005 წლის 17 აგვისტოს Google-მა კორპორაცია „ანდროიდი“ შეიძინა, მისი დამფუძნებლები კი კომპანიის სათავეში დატოვა[9]. ამ დროისათვის, კორპორაციაზე ბევრი რამ უცნობი იყო, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ Google ამ ნაბიჯით მობილური ტელეფონების ბაზარზე შესვლას ცდილობდა[9].
2012 წლის მაისის მონაცემებით, ანდროიდი ყველაზე პოპულარული მობილური ოპერაციული სისტემაა; არის ბაზრის ლიდერი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის აშშ-ში.
2013 წლის სექტემბრისათვის, დაახლოებით 1 მილიარდი ერთეული ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობა იყო აქტივირებული[18].
2017 წლის მაისის მონაცემით ამ ოპერაციულ სისტემას ყოველთვიურად ჰყავდა 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი.[12][13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.