From Wikipedia, the free encyclopedia
Huawei Technologies Co. Ltd. (ჩინ.: 華為技術有限公司) — ჩინური ტრანსნაციონალური კომპანია ტელეკომუნიკაციების სფეროში. სათავო ოფისი მდებარეობს გუანდუნის პროვინციის ქალაქ შენჟენში.[2] მას შემდეგ რაც შვედურ ერიქსონს გაუსწრო, ჰუავეი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.[3]
ტიპი | კერძო კომპანია |
---|---|
დარგი | სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, ქსელური აღჭურვილობა |
დაფუძნდა | 1987 |
დამაარსებელი | რენ ჟენგფეი |
სათავო ოფისი | შენჟენი, ჩინეთი |
პროდუქცია |
|
შემოსავალი |
CNY395.009 მილიარდი (2015)[1] აშშ$60.839 მილიარდი (2015) |
მთლიანი შემოსავალი |
CNY45.786 მილარდი (2015)[1] აშშ$7.052 მილიარდი(2015) |
სუფთა მოგება |
CNY36.910 მილარდი (2015)[1] აშშ$5.685 მილარდი(2015) |
თანამშრომელი | 170,000+ (2015) |
საიტი | huawei.com |
კომპანია 1988 წელს ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა რენ ჟენგფეიმ დააარსა და გააფორმა კერძო კომპანიად, რომელსაც მასში დასაქმებულები ფლობდნენ. ჰუავეის მთავარი საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურებისა და აღჭურვილობის წარმოება როგორც ჩინეთის, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საწარმოებში; ასევე საკომუნიკაციო მექანიზმების წარმოება სამომხმარებლო ბაზრისთვის.[4] კომპანიაში დასაქმებულია 140 000 ადამიანი, რომელთა 46% ჩართულია კვლევისა და გაუმჯობესების (R&D) პროცესში.[5][6] იგი ფლობს 20 R&D დაწესებულებას ჩინეთში, აშშ–ში, გერმანიაში, შვედეთში, ინდოეთში, რუსეთსა და თურქეთში.[7][8] 2011 წელს ამ სფეროში მან $3,74 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.[9][10]
2010 წელს ჰუავეიმ 23,8 მლრდ ჩინური იუანის (3,7 აშშ დოლარი) მოგება ნახა.[11] მის პროდუქციასა და მომსახურებას იყენებენ მსოფლიოს 140–ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიცაციო ოპერატორიდან 45–ს ამჟამად ჰუავეი ემსახურება.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.