From Wikipedia, the free encyclopedia
თვაურები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ლამისყანის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 750 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
თვაურები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლამისყანა |
კოორდინატები | 42°02′24″ ჩ. გ. 44°28′14″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 81[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ოსები 88,9 % ქართველები 9,9 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სახელი ეწოდება თვაურების (ოს. Туатæ) საგვარეულოს გამო, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ.[3]
მოსახლეობა თვაურებში პატარა ლიახვის ხეობის სოფელ წიფორიდან არის ჩამოსახლებული. თავდაპირველად ზემო თვაურებში ცხოვრობდნენ, სადაც ახლა სალოცავი და სასაფლაოა, ხოლო 1959–1960-იან წლებში ქვემო თვაურებში ჩამოიყვანეს.[3]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 81 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.