Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ენიო მორიკონე (იტალ. Ennio Morricone; დ. 10 ნოემბერი, 1928, რომი — გ. 6 ივლისი, 2020, რომი) — იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. მხატვრული და ტელეფილმებისთვის მორიკონემ 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა.
ენიო მორიკონე | |
---|---|
ენიო მორიკონე კანის კინოფესტივალზე 2007 წელს | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | მაესტრო |
დაბ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1928 |
დაბ. ადგილი | რომი, იტალიის სამეფო[1] |
წარმოშობა | რომი, იტალია |
გარდ. თარიღი | 6 ივლისი, 2020 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | რომი, იტალია |
დასაფლავებულია | Cimitero Laurentino |
ჟანრ(ებ)ი | კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა, პოპ-მუსიკა, ჯაზი, ლაუნჯ მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, მესაყვირე |
აქტიური | 1946–2020 |
ხელმოწერა | |
საიტი | enniomorricone.it |
ენიო მორიკონე ვიკისაწყობში |
დაიბადა 1928 წელს, ცნობილი ჯაზშემსრულებლის ოჯახში, იტალიის დედაქალაქ რომში. მამამისი უკრავდა ტუბაზე. ენიო მორიკონემ დაამთავრა წმინდა სესილიას სახელობის კონსერვატორია.
1950-იანი წლებიდან მოყოლებული მორიკონე მიიჩნევა, ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჯო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.
1962 წლიდან ენიო მორიკონე მუშაობას იწყებს ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას უკეთებს მრავალ სიმღერას. 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.