From Wikipedia, the free encyclopedia
გია გეგუჩაძე (დ. 20 ივნისი, 1965, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გია რობერტის ძე გეგუჩაძე | ||
დაბადების თარიღი | 20 ივნისი, 1965 | ||
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1984–1986 | ლოკომოტივი | ||
1988 | შევარდენი | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
1999 | დინამო თბილისი | ||
2004–2005 | დინამო თბილისი | ||
2009–2011 | ზესტაფონი | ||
2011–2013 | ტორპედო ქუთაისი | ||
2013–2014 | ზესტაფონი | ||
2015–2016 | დინამო თბილისი | ||
2016–2018 | საქართველო 21 წლ. | ||
2018– | დინამო ბათუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სხვადასხვა წლების განმავლობაში წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ზესტაფონს“. ამ უკანასკნელთან ერთად 2010–11 წლების სეზონში გახდა უმაღლესი ლიგის გამარჯვებული. 2011 წლიდან წვრთნიდა „ტორპედოს“. 2013 წლის ნოემბრიდან რატკო დოსტანიჩის წარუმატებლობის გამო გია „ზესტაფონის“ მწვრთნელის პოზიციას დაუბრუნდა,[1] მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. 2014 წლის დეკემბერში გეგუჩაძემ „ზესტაფონი“ დატოვა, 2015 წლის მაისიდან თბილისის „დინამო“ ჩაიბარა.[2] 2016 წლის იანვარში იგი იურაი იარაბეკმა ჩაანაცვლა, ხოლო თვითონ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გახდა.[3][4] 2018 წლის იანვრიდან ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელია.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.